„ლავასოღლი საპყრობილეს საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გამო ტოვებს“

„ლავასოღლი საპყრობილეს საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გამო ტოვებს“ტრაპზონში დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის საპყრობილეს საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გამო ტოვებს. ამ სკანდალური სათაურით აქვეყნებს სტატიას თურქული გაზეთი “საბაჰი” თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრტოზე დაყრდნობით.

სტატიაში ნათქვამია, რომ ინტერპოლით ძებნილი პირის ქართული მხარისთვის გადაცემის საქმეზე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ოფიციალურმა თბილისმა არ მოახდინა ლავასოღლის ექსტრადირება. ამასთანავე, თებერვალში გადის კანონით გათვალისწინებული ვადა, რომლის შემდგომაც თურქეთის ხელისუფლება იძულებული იქნება დამნაშავე გაათავისუფლოს. შეგახსენებთ, მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი თურქეთის ციხეში 2018 წლის ოქტომბრიდან იმყოფება.