სპეცოპერაცია ცინცაძის ქუჩაზე – ბმვ-დან ფული და იარაღი ამოიღეს

სპეცოპერაცია ცინცაძის ქუჩაზე - ბმვ-დან ფული და იარაღი ამოიღესცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. სპეცოპერაციის დროს, სავარაუდოდ, დაკავებულია ორი პირი.

თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი გადაადგილების დროს გააჩერეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მანქანა გაჩხრიკეს. სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული – დოლარის და ლარის კუპიურები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

იპნ