თბილისის საქალაქო სასამართლომ ნოდარ ცეცხლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური და შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა, ბექა კვიციანი მოსამართლეს და საკუთარ ადვოკატსაც კი აგინებდა, რის შემდეგაც ბრალდებული დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს. კვიციანი სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს. მისი მეგობარი კი მანქანაში 14 ტყვიით ჩაცხრილული იპოვეს. შსს საქმეს […]
კატეგორია: სამართალი
ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარემ კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენება ითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულ ბექა […]
კიევში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი ცეზარ ტოხოსაშვილი – ალ ბარა შიშანი – დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიევში, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, საქართველოს მოქალაქე ალ ბარა შიშანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე […]
ნოდარ ცეცხლაძის მკვლელობისთვის ბექა კვიციანს ბრალი წაუყენეს – ”მან ხელი არ მოაწერა ბრალდებას”
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის, ნოდარ ცეცხლაძის, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ ადვოკატმა შოთა მანელიძემ განაცხადა, ბრალის დადგენილებას ხელი ბრალდებულმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოაწერა და დოკუმენტი მან ჩაიბარა. „არ არის კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს რაიმე დანაშაულის არსებობაზე. მასთან კომუნიკაცია ისევ შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის. მან ხელი არ […]
დიდ დიღომში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
დიდ დიღომში, 4000 მესხის ქუჩაზე, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. უცნობია გარდაცვალების მიზეზი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ახლგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მეზობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ის საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, ნაწილი კი ვარაუდობს, რომ შეიძლება ადგილი მკვლელობას ჰქონდეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რუსთავი 2
ცხინვალში ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 9 ნოემბერს გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურა ე.წ. საზღვრის კვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდების ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს. “აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად”, – აცხადებენ სუსში. ნიუპოსტი
ბათუმში მთავრობის სახლთან 4 პირი დააკავეს
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. დაკავებულები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დამატებით დეტალებს “ინტერპრესნიუსი” აზუსტებს. რაც შეეხება აჭარის მთავრობის სახლს, იქ მობილიზებული არიან სამართალდამცავები. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შენობაში შესვლა მოახერხეს. შეგახსენებთ, დილიდან აჭარის მთავრობის სახლში თანამშრომლები ვერ შედიოდნენ, რადგან აქციის მონაწილეებს შენობის შესასვლელი პიკეტირებული […]
ადვოკატი მანელიძე – ”ბექა კვიციანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის”
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კვიციანის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა. ის ბექა კვიციანთან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც კვიციანს ბრალს სავარაუდოდ, დღეს, დღის ბოლოს წაუყენებენ. როგორც შოთა მანელიძე აცხადებს, მან კვიციანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქმის ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო. „ბრალდებაზე მსჯელობისგან […]
ბექა კვიციანი პოლიციას ემზარ კვიციანმა ჩააბარა – “სააკაძის ძეგლთან ვიპოვე, იცინოდა და არაფერი არ ახსოვდა”
“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი ემზარ კვიციანი ირწმუნება, რომ 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის დაკავებული ბექა კვიციანი პოლიციას თავად ჩაბარდა. 26 წლის წარსულში ნასამართლევი ახალგაზრდა, პარლამენტის წევრის ძმისშვილია. ემზარ კვიციანი აღნიშნავს, რომ ბექა კვიციანი ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარს. “ჩაბარდა ჩემი ძმისშვილი. მე მივეხმარე ჩაბარებაში. აზრზე არ არის რა მოხდა, ქუჩაში ვიპოვე. ქალაქში დავდიოდი და ვიპოვე. ბოლო დროს არაადეკვატური […]
შსს – ბექა კვიციანმა ნოდარ ცეცხლაძეს თბილისის ზღვასთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა – დაკავებულია 1 პირი შინაგან […]









