გორის ციხის ფერდობზე, ტურისტების საფეხმავლო ბილიკზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 60 წლამდე კაცს თავის არეში ჭრილობები აღენიშნება. მამაკაცი გამვლელებმა ნახეს და სწორედ მათ დარეკეს 112-ში. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, მამაკაცს ლეიკემიის დიაგნოზი ჰქონდა, ამიტომ არ არის გამორიცხული, საქმე უბედურ შემთხვევასთან გვქონდეს. ადგილზე მობილიზებულია პილიცია და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.
კატეგორია: სამართალი
ცხინვალმა ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალები გამოაქვეყნა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ, ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს. დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მან „საზღვარი განზრახ გადაკვეთა, რადგან სურდა სოფლის მონასტერში მისულიყო“. მათივე ცნობით, ექიმი გაფრინდაშვილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა და „საზღვრის გადაკვეთის ფაქტს უარყოფს, აცხადებს რა, რომ ეს „საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების ლეგიტიმური უფლებაა“. […]
ზუკა ბერძენიშვილს, ბექა ბასილაიას, გიგა მაქარაშვილს და სხვებს პატიმრობა შეეფარდა
საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა ნაწილის პროცესი დილიდან მიმდინარეობდა, მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ბრალდებული 37 პირიდან სასამართლო პროცესზე დღეს 12 მათგანის შესახებ იმსჯელეს და მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით განისაზღვრა: 1. ზუკა ბერძენიშვილი – 7 დღიანი პატიმრობა; 2. ბექა ბასილაია – 12 დღიანი პატიმრობა; 3. გიგა მაქარაშვილი – 12 დღიანი პატიმრობა; 4. ირაკლი […]
გიორგი რურუას მოსამართლე რომან ხორავამ პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარემ ღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის და მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და […]
გიორგი რურუა პროკურორ ვასილ სამხარაძეს ბოტასს ჩუქნის
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, განაცხადა, რომ პროკურორ ვასილ სამხარაძეს თავის ბოტასს ჩუქნის. “მას შემიძლია ბოტასი ვაჩუქო, მისთვის გასაგები იქნება”, – აღნიშნა გიორგი რურუამ პროცესზე. ამასთან, რურუას თქმით, ის თავს სახელმწიფოსგან დაზარალებულად ცნობს და აღნიშნავს, რომ […]
გიორგი რურუა მოსამართლე ხორავას – ”როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი”
როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი, – ასე მიმართა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისბრალდებით დაკავებულმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე მოსამართლე რომან ხორავას. მისი თქმით, დაკავების მერე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევდნენ. „როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე მე არ მინახავს იარაღი. ჩხრეკა არ ჩატარებულა და მეუბნებიან, რომ […]
კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რის შედეგადაც მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რუსთავი 2
“დერეფნიდან დედა შემაგინა, ავდექი და მეც გავედი, ამას მოყვა ხელჩართული ჩხუბი” – რატომ ცემეს ექიმი მაღალაშვილი
თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ცნობილ ექიმს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტის ცოლმა და მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა. დაპირისპირების შემდეგ ქირურგი პირველ კომენტარს “კურიერთან” აკეთებს. მაღალაშვილი ინციდენტში ქალის მონაწილეობას არ ადასტურებს, მისი თქმით, მასთან კაბინეტში შევიდა 2 კაცი, რომელთაგან ერთ-ერთი აგრესიულად ითხოვდა ექიმისგან პასუხს პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით: “ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა, იმიტომ რომ […]
ლ.ც. ი.ყ.-ს სექსს აიძულებდა და ინტიმური მასალებით აშანტაჟებდა – მას 4 წელი მიესაჯა
სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა […]
გიორგი მაღალაშვილი პაციენტის ცოლმა და ახლობლებმა ცემეს – ახალი დეტალები
თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „პრაიმტაიმს“ უამბობენ, ცნობილი ქირურგის, გიორგი (გოგი) მაღალაშვილის პაციენტმა, რომელსაც ნეიროქირურგმა ოპერაცია გაუკეთა, ნარკოზიდან გამოსვლა გაუჭირდა. საავადმყოფოში პაციენტის ცოლი და ოჯახის ახლობლები შეიჭრნენ და ექიმს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. როგორც „პრაიმტაიმს“ უამბობენ, პაციენტი ამჟამად უკვე გამოსულია ნარკოზიდან და ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ექიმის ცემის ფაქტს შსს […]









