ეკო ფანგანი – “ლევან აბაშიძეს თავის ტრავმა ჰქონდა ადრე მიღებული, თაკო ღამის 4 საათზეა იმ სახლში მივარდნილი”

ეკო ფანგანი - "ლევან აბაშიძეს თავის ტრავმა ჰქონდა ადრე მიღებული, თაკო ღამის 4 საათზეა იმ სახლში მივარდნილი"ატე­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტელეწამყვანი ეკო ფანგანი დეტალებს ჰყვება.

მისი თქმით, გარდაცვლილს ძმასთან ურთიერთობა არ ჰქონდა. თაკო ამის გამო ნათესავებთან ცხოვრობდა და ძმასთან ურთიერთობას თავს არიდებდა.

მისი თქმით, ლევან აბაშიძეს რამდენიმე თვის წინ თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული, რის გამოც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

“თაკო არის ღამის ოთხ საათზე იმ სახლში მისული. ტყუილად ხომ არ მივიდოდა, რაღაცაზეა იქ მივარდნილი, ალბათ დაურეკა დედამისმა, მიშველეო, ვერ ვხვდები საერთოდ, რა მოხდა” – ამბობს ეკო ფანგანი.

გარ­დაც­ვლი­ლია ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი. ესე­ნი არი­ან – დედა ირი­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი და შვი­ლე­ბი, ეკა და ლე­ვან აბა­ში­ძე­ე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაც­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯერ დედა და და დახოცა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა. მათი თქმით, შემ­თხვე­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და.

პალიტრავიდეო