ირინა გედევანიშვილი ლექტორი იყო, ლევან აბაშიძეს ტაისონას ეძახდნენ – რა მოხდა ატენის ქუჩაზე

ირინა გედევანიშვილი ლექტორი იყო, ლევან აბაშიძეს ტაისონას ეძახდნენ - რა მოხდა ატენის ქუჩაზევაკეში, ატენის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტმა შემთხვევის ადგილზე გაარკვია, მოკლულია 60 წლამდე ქალი ირინა გედევანიშვილი და ასევე მისი ქალიშვილი თამარ აბაშიძე. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია გედევანიშვილის ვაჟის, ლევან აბაშიძის ცხედარიც. მას „ტაისონას“ მეტსახელით იცნობენ.

მეზობლები ამბობენ, რომ ირინა გედევანიშვილი ლექტორი გახლდათ და სახლში აბიტურიენტებსაც ამზადებდა.

„ფანტასტიკური ოჯახი იყო. არავინ არ იცის რა მოხდა, მაგრამ ბიჭი ძალიან კარგი იყო, დედა ირინა გედევანიშვილი ზღაპარი ადამიანი იყო. მე გავიგე, რომ ლევანიმ (ტაისონამ) დახოცა დედა და და, მერე მოიკლა თავი. მიზეზი არავინ არ იცის. ყველა გაოგნებულია“, – ამბობს მეზობელი.

წინასწარი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პრაიმ ტაიმი