”ლევან აბაშიძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფნას უკრძალავდნენ და ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ემუქრებოდნენ”

”ლევან აბაშიძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფნას უკრძალავდნენ და ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ემუქრებოდნენ”17 ნო­ემ­ბერს ვა­კე­ში, ატე­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი”.

რო­გორც ცენ­ტრის ად­ვო­კატ­მა ეკა ქო­ბე­საშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს უამ­ბო, ლე­ვან აბა­ში­ძემ, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, დედა და და მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან შე­ვიწ­რო­ვე­ბის გამო დახ­მა­რე­ბის­თვის ცენ­ტრს რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა.

ლე­ვან აბა­ში­ძე 2016 წლის 9 სექ­ტემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბულ წე­რილ­ში “ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრს” მი­მარ­თავს და წერს, რომ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან იდევ­ნე­ბა.

ცენ­ტრის ად­ვო­კატ­მა AMBEBI.GE-ს წე­რი­ლის ასლი და ლე­ვან აბა­ში­ძის ფოტო ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ა­წო­და.

“არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე (გუ­ლის­ხმობს 2016 წლის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებს, ავტ.) ჩემ­თან სახ­ლში მო­ვიდ­ნენ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. დე­და­ჩემს სთხო­ვეს, რომ ჩემ­თვის და­ე­რე­კა და ეთ­ქვა ეს ამ­ბა­ვი. დე­დას ვთხო­ვე, და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი­ნა რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი. ვე­სა­უბ­რე მათ­გან ერთ-ერთს და ვთხო­ვე, არ ენერ­ვი­უ­ლე­ბი­ნათ ადა­მი­ა­ნი, ხუთ წუთ­ში სახ­ლში ვიქ­ნე­ბო­დი.

ამ დროს მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, მე­გო­ბარ­თან. წა­ვე­დი სახ­ლში. სა­დარ­ბა­ზოს­თან დამ­ხვდა ორი შავი “ტო­ი­ო­ტა ქამ­რის” ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც არა­ვინ იჯდა. სახ­ლში დამ­ხვდა ხუთი ან მეტი ადა­მი­ა­ნი, აქე­დან ერთ-ერთი გა­მეც­ნო, რო­გორც ვა­კის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი.

არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ ცი­ხე­ში, არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ ნა­სა­მარ­თლე­ვი. ვერ ვხვდე­ბო­დი რა ხდე­ბო­და. მომ­თხო­ვეს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, თუ არა შენს თავს და­აბ­რა­ლე, რაც მო­გი­ვაო და წა­ვიდ­ნენ.

და­ვე­მორ­ჩი­ლე მათ მო­თხოვ­ნას იმ იმე­დით, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ივ­ლი­და და შევ­ძლებ­დი გა­ურ­კვევ­ლო­ბის გარ­კვე­ვას და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას. მაგ­რამ არა­ვინ არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა, თით­ქოს არც ვარ­სე­ბობ. გთხოვთ, და­მიც­ვათ და და­მეხ­მა­როთ გა­გე­ბა­ში, რა ხდე­ბა ჩემს თავს“ – წერ­და ლე­ვან აბა­ში­ძე 2016 წელს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

ად­ვო­კატ ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლის თქმით, ის პი­რა­დად გახ­და მოწ­მე, რო­გორ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ უარს მე­სა­ზღვრე­ე­ბი აბა­ში­ძეს გად­მო­ეკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი, ისე, რომ არა­ნა­ირ გან­მარ­ტე­ბას არ აძ­ლევ­დნენ:

“2016 წელს ამ ბიჭ­მა მოგ­ვმარ­თა გან­ცხა­დე­ბით, ითხოვ­და სა­მარ­თლებ­რივ დახ­მა­რე­ბას. ამ­ბობ­და, რომ მას სდევ­ნიდ­ნენ და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე შე­მოს­ვლი­სა და გას­ვლის უფ­ლე­ბას უზღუ­დავ­დნენ. მე პი­რა­დად ვარ შემ­სწრე, რო­გორ აუხ­სნე­ლად ეუბ­ნე­ბოდ­ნენ უარს მე­სა­ზღვრე­ე­ბი გად­მო­ეკ­ვე­თა ქვეყ­ნის სა­ზღვა­რი.

არ­სე­ბობს ვი­დე­ო­მი­მარ­თვაც, სა­დაც ეს ადა­მი­ა­ნი დე­ტა­ლუ­რად ყვე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. წი­თელ ხიდ­ზეც ვი­ყა­ვი ჩემს კო­ლე­გას­თან ერ­თად ჩა­სუ­ლი, რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ ძლივს შე­მო­ვაშ­ვე­ბი­ნეთ ქვე­ყა­ნა­ში.

ვე­კი­თხე­ბო­დი მე­სა­ზღვრეს – რა­ტომ არ უშ­ვებთ სა­ზღვარ­ზე-მეთ­ქი და მპა­სუ­ხობ­და, რომ არ არე­ბობ­და კონ­კრე­ტუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი, ადა­მი­ა­ნი არ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი და არც სხვა რამე სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ “ზე­ვი­დან” ჰქონ­დათ ასე­თი და­ვა­ლე­ბა მი­ცე­მუ­ლი.

2018 წელს აბა­ში­ძე აე­რო­პორ­ტი­დან უკან მი­აბ­რუ­ნეს და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ნარ­კო­ტი­კი აღ­მოჩ­ნდე­ბა შენს საქ­მე­შიო. ამ ადა­მი­ანს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, თო­რემ მოხ­დე­ბო­და მას­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ლიკ­ვი­და­ცი­ი­ის მუ­ქა­რა­ზე არ სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ ში­შობ­და, ნარ­კო­ტი­კი ან ია­რა­ღი არ ჩა­მი­დო­ნო და ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყა­ვით სა­და­რა­ჯო­ზე” – ამ­ბობს ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ლე­ვან აბა­ში­ძის ინ­ტე­რე­სებს იცავ­და.

ატე­ნის ქუ­ჩა­ზე 17 ნო­ემ­ბერს მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა ჯერ კი­დევ ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლია ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი – დედა ირი­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი და შვი­ლე­ბი, თაკო და ლე­ვან აბა­ში­ძე­ე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გამ­თე­ნი­ი­სას, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯერ დედა და და მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა. თუმ­ცა, და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი შე­საძ­ლოა, სულ სხვა პირ­მა მოკ­ლა.

ლე­ვან აბა­ში­ძე ინ­გლი­სი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მე­უღ­ლეს და­შორ­და და დრო­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

ამბები