“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებები დაცვისა და ბრალდების მხარეებმა წარადგინეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის წევრს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავებიან. ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით დგინდება, რომ ცეცხლსასროლ იარაღზე კობა კოშაძის ანაბეჭდები არ არის რაც პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრებს ეჭვს უჩენს, […]
კატეგორია: სამართალი
ბათუმში 23 წლის ანრი მახარობლიძე მე-10 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა
დღეს, 7 ნოემბერს, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. 23 წლის ანრი მახარობლიძე 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო კორპუსის გარე ფასადზე მუშაობდა, როდესაც ამწე გაწყდა და ის დაახლოებით მეათე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. ექიმების თქმით, 23 წლის მამაკაცს მრავლობითი სახის, სიცოცხლისთვის შეუსაბამო მოტეხილობები აღენიშნებოდა. “სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, გაწყდა ამწე და ჩამოვარდა ორი მუშა. ერთი საბედნიეროდ გადარჩა, მეორე უგონო მდგომარეობაშია,” […]
ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე თბილისში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს
ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვლილი სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვლილის მამა, ქრისტეფორე წამალაიძე, ქართული ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირია. მას სინოდთან დაპირისპირების გამო, 1995 წელს მღვდელმსახურების უფლება აეკრძალა […]
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გომელაურის, გოგაშვილის, ჩიმაკაძის და ჯაჭვაძის დაკითხვის ოქმები გამოქვეყნდა
„ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უწყების სამსახურის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმებს აქვეყნებს. სუს-ის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმი მიმდინარე წლის 20 აგვისტოთია დათარიღებული […]
65 წლის თამარ ბაღაშვილი დედოფლისწყაროში გაგუდული იპოვეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ძალადობის კვალი აღენიშნება. როგორც საქართველოს პირველ არხს მერის წარმომადგენელმა, მურად ელაშვილმა განუცხადა, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მისი თქმით, ცხედარი გარდაცვლილის ძმისშვილმა და მეზობელმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ტელეფონზე აღარ პასუხობდა და ბინაში მიაკითხეს. წინასწარი დათვალიერებით, ქალი სავარაუდოდ გაგუდეს. „ჩამსხვრეული იყო სახლის მინები. სახლშიც ნივთები […]
ლავას ოღლიმ, იგივე მინდია გორაძემ, თურქეთის ციხეში პირი ამოიკერა
ჩემი შვილი თურქეთში ძალიან მძიმე პირობებშია. საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, როგორც ქართველი დედა, რომ მის გათავისუფლებაზე იზრუნონ, – ამის შესახებ საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მინდია გორაძის („ლავას ოღლის”) დედამ, ნარგიზი გორაძემ გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც გორაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით აქცია გაიმართა. „ჩემი შვილი თურქეთშია პატიმრობაში და ვერ გავარკვიეთ რისთვის. გვაინტერესებს, საქართველოს მოქალაქის თურქეთში პატიმრობაში ყოფნაზე, როგორ რეაგირებს […]
ბიუ-ბიუს ქათმის ხორცში სალმონელა იპოვეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 21 ოქტომბერს მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტომ იმავე დღეს ბიზნესოპერატორთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. „ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება: 1) უკრაინული ქათმის ბარკალი […]
რამაზ ხუხუამ მამის ცხედარი ამოთხარა – ”მამა მე არ მომიკლავს”
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში დღეს პოლიცია და ექსპერტები იყვნენ მობილიზებულნი. ადგილობრივმა რამაზ ხუხუამ სამართალდამცავების თანდასწრებით, მამის ცხედარი ამოთხარა. როგორც ხუხუა განმარტავს, მას ბიძა მამის მკვლელობაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა კაცი აცხადებს, რომ 63 წლის რევაზ ხუხუა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და თერმულ წყლებში დაიხრჩო. რამაზ ხუხუა დარწმუნებულია, რომ უდანაშაულობას გვამის ექსჰუმაციის შემდეგ დაამტკიცებს. „მამაჩემი სამი წლის წინ, უბედური […]
ბათუმში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს ახლობლები და ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მამაკაცმა გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: “აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და […]
ფარცხალაძის ერთი ძმა სუსის მაღალჩინოსანია, მეორე – საზღვრის დაცვის პოლიციის – გამოძიება ყოფილი გენპროკურორის ოჯახის წევრებით ინტერესდება
პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია რომ საქართველოდან გაქცეული ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გამოძიებას მიუნხენში ემალება, სადაც მან დიდი ბინაც იყიდა და თავის ბიზნეს-პარტნიორებს გერმანიის ამ ქალაქში ხვდება. პარალელრუად, დავადგინეთ ისიც რომ ოთარ ფარცხალაძის ერთი ძმა, ნოდარ ფარცხალაძე, რომელიც წარსულში ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ახლა სუსის ე.წ. „ოდეერების“ სამმართველოს მაღალჩინოსანია. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მეორე ძმას, თორნიკე […]









