კატეგორია: სამართალი

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დააკავეს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დააკავეს. მასთან ერთად დაკავებული არიან მერის ყოფილი მოადგილეები ლევან ჩოჩია და ნიკოლოზ გრიგოლია. ასევე მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ზურაბ ყურუა. ფონანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს, რომელთაგანაც: 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი […]

ბორჯომის ტყეში 22 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ბორჯომში 22 წლის ბიჭი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა, ახალგაზრდას სუიციდის მიზეზი. შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მამა გიორგი სხილაძეს მოკვლით ემუქრებიან – შსს-მ გამოძიება დაიწყო

სასულიერო პირის, მამა გიორგი სხილაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარის ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. მამა გიორგი სხილაძე საქართველოდან საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. სასულიერო პირის თქმით, მან წერილი მიიღო, რომელშიც […]

მოკლული 61 წლის თამარ სეფიაშვილი სკამზე ხელფეხშეკრული ნახეს – დანაშაული მევახშეობას უკავშირდება?

კონკრეტულად რა გახდა მარტოხელა მოხუცის დაყაჩაღების მიზეზი, მოკლული 61 წლის თამარ სეფიაშვილის ოჯახისთვის გაუგებარია. შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მოხდა. ცხედარს, რომელიც პოლიციამ საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში სკამზე ხელფეხშეკრული ნახა, ძალადობის კვალი მთელს სხეულზე აღენიშნებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ არბოშიკში სასტიკი მკვლელობა გარდაცვლილის საქმიანობას უკავშირდება. “კურიერის” ინფორმაციით, თამარ სეფიაშვილი მევახშეობით იყო დაკავებული და სავარაუდოდ, დამნაშავეებს მის […]

გურამ ჩალაგაშვილი – ”მოსამართლემ თავის გამომეტყველებით აღიარა, რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო”

“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებები დაცვისა და ბრალდების მხარეებმა წარადგინეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის წევრს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავებიან. ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით დგინდება, რომ ცეცხლსასროლ იარაღზე კობა კოშაძის ანაბეჭდები არ არის რაც პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრებს ეჭვს უჩენს, […]

ბათუმში 23 წლის ანრი მახარობლიძე მე-10 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

დღეს, 7 ნოემბერს, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. 23 წლის ანრი მახარობლიძე 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო კორპუსის გარე ფასადზე მუშაობდა, როდესაც ამწე გაწყდა და ის დაახლოებით მეათე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. ექიმების თქმით, 23 წლის მამაკაცს მრავლობითი სახის, სიცოცხლისთვის შეუსაბამო მოტეხილობები აღენიშნებოდა. “სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, გაწყდა ამწე და ჩამოვარდა ორი მუშა. ერთი საბედნიეროდ გადარჩა, მეორე უგონო მდგომარეობაშია,” […]

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე თბილისში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვლილი სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვლილის მამა, ქრისტეფორე წამალაიძე, ქართული ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირია. მას სინოდთან დაპირისპირების გამო, 1995 წელს მღვდელმსახურების უფლება აეკრძალა […]

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გომელაურის, გოგაშვილის, ჩიმაკაძის და ჯაჭვაძის დაკითხვის ოქმები გამოქვეყნდა

„ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უწყების სამსახურის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმებს აქვეყნებს. სუს-ის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმი მიმდინარე წლის 20 აგვისტოთია დათარიღებული […]

65 წლის თამარ ბაღაშვილი დედოფლისწყაროში გაგუდული იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ძალადობის კვალი აღენიშნება. როგორც საქართველოს პირველ არხს მერის წარმომადგენელმა, მურად ელაშვილმა განუცხადა, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მისი თქმით, ცხედარი გარდაცვლილის ძმისშვილმა და მეზობელმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ტელეფონზე აღარ პასუხობდა და ბინაში მიაკითხეს. წინასწარი დათვალიერებით, ქალი სავარაუდოდ გაგუდეს. „ჩამსხვრეული იყო სახლის მინები. სახლშიც ნივთები […]

ლავას ოღლიმ, იგივე მინდია გორაძემ, თურქეთის ციხეში პირი ამოიკერა

ჩემი შვილი თურქეთში ძალიან მძიმე პირობებშია. საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, როგორც ქართველი დედა, რომ მის გათავისუფლებაზე იზრუნონ, – ამის შესახებ საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მინდია გორაძის („ლავას ოღლის”) დედამ, ნარგიზი გორაძემ გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც გორაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით აქცია გაიმართა. „ჩემი შვილი თურქეთშია პატიმრობაში და ვერ გავარკვიეთ რისთვის. გვაინტერესებს, საქართველოს მოქალაქის თურქეთში პატიმრობაში ყოფნაზე, როგორ რეაგირებს […]