ვარკეთილში მამაკაცი მე-6 სართულიდან გადმოხტა

ვარკეთილში მამაკაცი მე-6 სართულიდან გადმოხტასუიციდი თბილისში – ვარკეთილში შუა ხნის მამაკაცი მეექვსე სართულიდან გადმოხტა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ინფორმაცია “კურიერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უბედური შემთხვევა ვარკეთილში ერთი საათის წინ მოხდა.