”84 წლის კაცს მუცელი ჰქონდა გაჭრილი და სისხლში ცურავდა, 8 თვის წინ ვენები გადაიჭრა“

”84 წლის კაცს მუცელი ჰქონდა გაჭრილი და სისხლში ცურავდა, 8 თვის წინ ვენები გადაიჭრა“ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მეზობელმა ავტოფარეხში 84 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრილი იპოვა.

შემთხვევა 8 ნოემბერს, საღამოს მოხდა. როგორც დაშავებულის ოჯახის წევრი გვეუბნება, 84 წლის კ.კ-მ ჭრილობა მუცლის არეში თავად მიიყენა:

„დილიდან ჩვეულებრივად იყო განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია. ეზოში იყო გასული, თურმე ჩვენს გარაჟში შესულა. არ ვიცი, სად იშოვა დანა, მეზობელმა გამოიარა და იმან ნახა, მუცელი ჰქონდა გაჭრილი, სისხლში ცურავდა“.

მისივე თქმით ეს თვითდაზიანების პირველი შემთხვევა არ იყო:

„8 თვის წინ ვენები გადაიჭრა“.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთდა.

„შემავალი ჭრილობა ჰქონდა და გაუკეთდა ოპერაცია, ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურია“, – უთხრა ”სამხრეთის კარიბჭეს” ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 115 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.