ფარცხალაძის ერთი ძმა სუსის მაღალჩინოსანია, მეორე – საზღვრის დაცვის პოლიციის – გამოძიება ყოფილი გენპროკურორის ოჯახის წევრებით ინტერესდება

ფარცხალაძის ერთი ძმა სუსის მაღალჩინოსანია, მეორე - საზღვრის დაცვის პოლიციის - გამოძიება ყოფილი გენპროკურორის ოჯახის წევრებით ინტერესდებაპრესა.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია რომ საქართველოდან გაქცეული ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გამოძიებას მიუნხენში ემალება, სადაც მან დიდი ბინაც იყიდა და თავის ბიზნეს-პარტნიორებს გერმანიის ამ ქალაქში ხვდება.

პარალელრუად, დავადგინეთ ისიც რომ ოთარ ფარცხალაძის ერთი ძმა, ნოდარ ფარცხალაძე, რომელიც წარსულში ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ახლა სუსის ე.წ. „ოდეერების“ სამმართველოს მაღალჩინოსანია.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მეორე ძმას, თორნიკე ფარცხალაძეს, ის შსს-ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

პრესა.ჯის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის რომ გამოძიება, რომელიც ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მიტაცების ფაქტზეა დაწყებული, ოთარ ფარცხალაძის ძმის, თორნიკე ფარცხალაძის საქმიანობითაც დაინტერესდა.