სოფო კილაძის მოძალადე ქმარი ავთანდილ ხარაძე თავდაცვის სამინისტროში მუშაობს

სოფო კილაძის მოძალადე ქმარი ავთანდილ ხარაძე თავდაცვის სამინისტროში მუშაობსდეპუტატ სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე ავთანდილ ხარაძე, რომელიც პარლამენტარმა ძალადობაში ღიად დაადანაშაულა, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს ყოფილი მეუღლე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ამხილა.

დეპუტატი ამბობს, რომ ამ ფაქტის გამო სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით მიმართა.

31 წლის ავთანდილ ხარაძე თავდაცვის უწყებაში 2017 წელს ინსპექტორის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა.

ხარაძე ფლობს 5.000 დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტას. ასევე მის სახელზე ირიცხება თბილისში მდებარე ორი ბინა.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ინცინდენტი მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს მოხდა, როცა ავთანდილ ხარაძემ მეუღლეს, სოფიო კილაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფსიქოლოგიურიად იძალადა.

პოლიციის გადაწყვეტილებით კი ყოფილ მეუღლეს სოფო კილაძესთან მიახლოება აეკრძალა,

არსებობს შემაკავებელი ორდერიც.

ნიუპოსტი

სოფო კილაძე – “ჩემი ქმარი ჩემზე ძალადობდა”