სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე რამაზ ბ. და იოსებ ქ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ ბ-მ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა 500 ევროს ნომინალის ყალბი ბანკნოტები, საიდანაც იოსებ ქ-ს და სონია ზ-ს დახმარებით, 9.800 ლარად საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა 10 ცალი 500 ევროიანი ბანკნოტი, ხოლო 25 ერთეული […]
კატეგორია: სამართალი
სანდრო ბერაძის ცხედარს რეინჯერების ფოტოხაფანგით მიაგნეს – რა ვერსია აქვს 29 წლის ბიჭის ოჯახს
5-დღიანი ძებნის შემდეგ 29 წლის სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიას ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს გამომძიებლებმა ტყეში, რეინჯერების მიერ დაყენებული ე.წ. ფოტოხაფანგით მიაგნეს. ფოტოკამერამ სანდრო ბერაძე თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 25 ოქტომბერს 18 საათსა და 46 წუთზე დააფიქსირა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურებმა და დაკარგულის მეგობრებმა ცხვარიჭამიას ტყეში სანდრო ბერაძის ძებნა ორი დღის წინ დაიწყეს. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა […]
სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მის ცხედარს ცხვარიჭამიის ტყეში, ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს. სამძებრო სამუშაოები ცხვარიჭამიის ტყეში დღეს დილიდან განახლდა. ახლობლები სანდროს გაუჩინარებას მისი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას უკავშირებენ, საუბარია თვითმკვლელობის ვერსიაზეც. ბოლო ინფორმაციით, გამოჩნდა ტაქსის მძღოლი, რომლის განცხადებითაც სანდრო ბერაძე სოფელ ზემოლელუბანში დატოვა. 29 წლის სანდრო ბერაძეს […]
მამუკა ჭაბაშვილი – ”ჩემსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის ცუდი არაფერი მომხდარა”
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, რომ ოქრუაშვილის მიერ ადვოკატების აცილება მისი სტრატეგიაა. როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის ცუდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ, აღნიშნულ საქმეში მას ვეღარ დაიცავს. „ამ მიზეზებზე მე არ ვილაპარაკებ. შეგვიძლია მოკლე კომენტარით შემოვიფარგლოთ, რომ ეს მისი დაცვის სტრატეგიაა. ჩვენ შორის […]
დაკარგული სანდრო ბერაძე წერეთელზე ტაქსით მოძრაობდა – პოლიციამ კადრები ამოიღო
ისევ უშედეგოდ ეძებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს. სანდრო ბერაძის სამძებრო სამუშაოები ცხვარიჭამიის ტყეში დღეს დილიდან განახლდა. ახლობლები სანდროს გაუჩინარებას მის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას უკავშირებენ, საუბარია თვითმკვლელობის ვერსიაზეც. 29 წლის სანდრო ბერაძეს ოჯახი 4 დღეა ეძებს. როგორც ბერაძის ერთ-ერთი მეგობარი აცხადებს, პოლიციამ ამოიღო კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდება სანდრო ბერაძე წერეთლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსით. მეგობრის თქმით, ოჯახი […]
ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები მამუკა ჭაბაშვილი და ბონდო ვათიაშვილი აიცილა
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბრალდებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა. აღნიშნული შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოქრუაშვილმა ციხიდან წერილობით დააყენა. მან საკუთარ განცხადებაში მამუკა ჭაბაშვილისა და ბონდო ვათიაშვილის აცილება მოითხოვა. სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ოქრუაშვილმა გონივრული ვადა მოითხოვა იმისათვის, რომ ახალი ადვოკატი დაენიშნოს. სასამართლო პროცესს თავად ირაკლი ოქრუაშვილი პროსტესტის ნიშნად კვლავ არ დასწრებია. როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილს სავალდებულო წესით ადვოკატი დაენიშნება. […]
პირველი გიმნაზიის მოსწავლე გოგონას ბებიის თვალწინ იტაცებდნენ – დამნაშავე დაკავებული არ არის
რამდენიმე დღეა, პირველი გიმნაზიის დაწყებითი კლასის ყველა მოსწავლის მშობელი შეშინებულები არიან და ბავშვებს სკოლაში სასწავლო პროცესის პარალელურად მარტო არ ტოვებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს. შემთხვევა გასულ კვირას, ოთხშაბათს მოხდა, როდესაც სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის გატაცება, შუახნის მამაკაცმა მიწისქვეშა გადასასვლელიდან სცადა. საბედისწერო მომენტში, როდესაც მამაკაცმა არასრულწლოვანის მოტყუებით წაყვანას ცდილობდა, ვერ დაინახა, რომ ბავშვი ბებიასთან […]
სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე სამოქალაქო აქტივისტები დაზარალებულად არ ცნო
“გავრილოვის ღამის” საქმეზე, სასამართლომ არც ერთი პირი დაზარალებულად არ ცნო. უფლლებადამცველების ინფორმაციით, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება პროცესის გამართვის გარეშე, ზეპირი მსჯელობით მიიღო. დაზარალებულად ცნობას 16 პირი ითხოვდა, მათ შორის არიან მაკო გომური და სულაშვილი. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულად 67 პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე ცნო
მამუკა ახვლედიანი – ჩინჩალაძეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პარლამენტში წარდგენილ 20 მოსამართლეს აფასებს და ამბობს, რომ სია ფარსია. როგორც ახვლედიანი ინტერვიუში აღნიშნავს, სიაში არიან ისეთი პირები, რომლებსაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. „გამოცდის საფეხურები ისე გაიარეს, კითხვები არავის დაუსვამს. ეს „კლანზე“ დიდი ჯგუფია. ასეთი არა მარტო სასამართლო სისტემაში, არამედ ყველგან არის, მათ შორის პროკურატურაში, აუდიტის სამსახურში […]
გორში 14 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებასა და მის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ მიიღო. როგორც 40 წლის მსჯავრდებულის მეუღლე აცხადებს, მამაკაცს შვი ლის გაუპატიურების ფაქტი ვერ დაუდასტურდა და ის დამნაშვედ ცნეს მხოლოდ გარყვნილ ქმედებაში. საზარელი დანაშაული გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ოჯახის […]









