პირველი გიმნაზიის მოსწავლე გოგონას ბებიის თვალწინ იტაცებდნენ – დამნაშავე დაკავებული არ არის

პირველი გიმნაზიის მოსწავლე გოგონას ბებიის თვალწინ იტაცებდნენ - დამნაშავე დაკავებული არ არისრამდენიმე დღეა, პირველი გიმნაზიის დაწყებითი კლასის ყველა მოსწავლის მშობელი  შეშინებულები არიან და ბავშვებს სკოლაში სასწავლო პროცესის პარალელურად მარტო არ ტოვებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.

შემთხვევა გასულ კვირას, ოთხშაბათს მოხდა, როდესაც  სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის გატაცება, შუახნის მამაკაცმა მიწისქვეშა გადასასვლელიდან სცადა.

საბედისწერო მომენტში, როდესაც მამაკაცმა არასრულწლოვანის მოტყუებით წაყვანას ცდილობდა, ვერ დაინახა, რომ ბავშვი ბებიასთან ერთად იყო. უცნობის საეჭვო ქცევის გამო ბებიამ ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

ტელეკომპანიის ცნობით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა როდესაც ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლის მოსწავლეებმა უცნობი მამაკაცის საეჭვო ქცევა შეამჩნიეს.

შსს-მ გამოძიება სქესობრივი კავშირის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების მუხლით დაიწყო, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული.

კომენტარს არ აკეთებს პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თუმცა მომხდარს ადასტურებს პედაგოგი, რომელმაც მშობლები მოსალოდნელ საფრთხეზე გააფრთხილა. ირმა კალმახელიძის თქმით, ოთხშაბათს მომხდარი ინცინდენტის შემდეგ ყველა მშობელს შვილები განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს.

„ამ ფაქტის შესახებ გავიგე ერთ-ერთი მშობლისგან. ბავშვს უცნობი პიროვნება მოეფერა. ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ ყველა მშობელს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ.“ – აცხადებს ირმა კალმახელიძე.

სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს მცირეწლოვანი და მისი ბებია, რომელიც იქვე იყო და ყველაფერი დაინახა.

წყარო: „მთავარი არხი“