პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მის ცხედარს ცხვარიჭამიის ტყეში, ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს.
სამძებრო სამუშაოები ცხვარიჭამიის ტყეში დღეს დილიდან განახლდა. ახლობლები სანდროს გაუჩინარებას მისი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას უკავშირებენ, საუბარია თვითმკვლელობის ვერსიაზეც.
ბოლო ინფორმაციით, გამოჩნდა ტაქსის მძღოლი, რომლის განცხადებითაც სანდრო ბერაძე სოფელ ზემოლელუბანში დატოვა. 29 წლის სანდრო ბერაძეს ოჯახი 4 დღე ეძებდა.
სანდრო ბერაძეს ოჯახი 3 დღე ეძებდა. სამძებრო სამუშაოებში მაშველები და პოლიცია მონაწილეობდა.

