მამუკა ახვლედიანი –  ჩინჩალაძეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

მამუკა ახვლედიანი -  ჩინჩალაძეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრულისაქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პარლამენტში წარდგენილ 20 მოსამართლეს აფასებს და ამბობს, რომ სია ფარსია.

როგორც ახვლედიანი ინტერვიუში აღნიშნავს, სიაში არიან ისეთი პირები, რომლებსაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი.

„გამოცდის საფეხურები ისე გაიარეს, კითხვები არავის დაუსვამს. ეს „კლანზე“ დიდი ჯგუფია. ასეთი არა მარტო სასამართლო სისტემაში, არამედ ყველგან არის, მათ შორის პროკურატურაში, აუდიტის სამსახურში და სხვა…
არც ჩინჩალაძეა პიროვნულად არავინ, მაგრამ ამწუთას ლიდერია, ცოტა ხნის წინ კი მურუსიძე იყო, ადრე კიდევ ცერცვაძე. ასე რომ, გვარების ცვლილება არაფერს ნიშნავს.
***
თვითონ „კლანის“ წევრები ეუბნებიან დეპუტატებს, თუ გინდათ სასურველი გადაწყვეტილებები, მაშინ ეს მოსამართლეები დაგვინიშნეთო. საკითხი უკვე ისე დგას, თხოვნის გარეშეც ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. ***

„კლანმა“ სასამართლოში 2008 წლიდან მოიკიდა ფეხი. მოსამართლეების უმრავლესობა მაშინ გადმოიყვანეს პროკურატურიდან, სადაც ბევრი შეცდომა ჰქონდათ დაშვებული და მათზე არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ საქმეები პროკურატურაში დევს.
აქვე ახვლედიანი დასძენს, რომ ერთ-ერთი ასეთი მოსამართლე ჩინჩალაძეა.

პრაიმ ტაიმი