მკვლელობა ვარკეთილში. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტაქსის მძღოლი იყო. მკვლელობის ფაქტზე ცხელ კვალზე დაკავებულია 1996 წელს დაბადებული პირი. ეჭვმიტანილის დაკავების გადაღება “კურიერის” კამერამ შეძლო. 23 წლის მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იმალებოდა. “მოხდა საკმაოდ ტრაგიკული ინციდენტი, ტაქსის მძღოლი […]
კატეგორია: სამართალი
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე სამაშველო და პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული. გარდაცვლილი სავარაუდოდ 74 წლამდე მამაკაცია. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპოვნია მამაკაცის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი. აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი რეაგირების შედეგად განხორციელდა წყალზე საძიებო სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს […]
ზესტაფონში გოგონამ 22 წლის ძმა ტუალეტში ჩამომხრჩვალი ნახა
კახეთში 44 წლის მამაკაცი თავის გოგონას ქორწინებას აიძულებდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონას მამა -1975 წელს დაბადებული […]
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ზუგდიდში, 1966 წელს დაბადებული ე.ს.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 121 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. უწყების […]
“გოგა ოქროპირიძემ თავის ცოლს “პაიალნიკით” ხელები დაუწვა”
უმძიმესი დანაშაული – შიდა ქართლში მამაკაცი ცოლს გახურებული რკინით, რეზინის მილებითა და გაყინული წყლით ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით აწამებდა. წყარო, რომელიც “კურიერს” ოჯახური ძალადობის მძიმე დეტალებს უყვება, საკუთარ წერილში აღწერს, რომ ახალგაზრდა ქალი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხშირად იყო. “აიძულებდა, შემძვრალიყო საწოლის ქვეშ, სადაც იყო მისი ადგილი. ერთ დღეს დავით ოქროპირიძემ აიძულა თავისი ცოლი, ასულიყო საწოლზე […]
“ოცნების” დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ დედა მაგინა” – მერაბ ღოღობერიძე პოლიციამ დაკითხა – ვიდეო
პარლამენტის დეპუტატს “ქართული ოცნებიდან” მუხრან ვახტანგაძეს არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს. მან პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა, სადაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამასთა, მან დეპუტატთან ჩაწერილი სატელეფონო საუბარი სოციალურ ქსელში გაავრცელა. მერაბ ღოღობერიძე მუხრან ვახტანგაძისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მოითხოვს და ამბობს, რომ მას დეპუტატი დაემუქრა და საფრთხე ემუქრება. “პოლიციას […]
გურამ ჩალაგაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს – ”ორშაბათს თბილისში ვარ და გამოექანეთ მთაწმინდიდან”
გურამ ჩალაგაშვილმა რადენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა: ”საღამო მშვიდობის კარგო ადამიანებო. ვალდებულება მქონია, რომ ოფიციალური განცხადება გავაკეთო და ვიყენებ ამ ქსელს თქვენის ნებართვით. ორიოდ წუთის წინ დამირეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძველი თბილისის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, ბატონმა ზურაბ კენჭუაშვილმა, რომელმაც განმიცხადა, რომ დაბარებული ვარ დაკითხვაზე ხვალ 11 საათზე. (რასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა არ უთქვამს). […]
“თაღლითები მოიკითხეთ თქვენთან” – მამუკა ხაზარაძე პროკურორმა გააბრაზა
სასამართლო სხდომაზე, სადაც მამუკა ხაზრაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის საქმე განიხილება, მამუკა ხაზარაძესა და საქმის ერთ-ერთ პროკურორს შორის შეკამათება მოხდა. მამუკა ხაზარაძემ პროკურორს მოუწოდა, საუბრისას ტერმინი “თაღლითი” და “თაღლითობა არ გამოეყენებინა. ხაზარაძემ პროკურორს და მოსამართლეს განუმარტა, რომ ეს ტერმინი შეურაცხმყოფელია. “თაღლითები მოიკითხეთ თქვენთან. ეს არის შეურაცხმყოფელი და ძალიან გთხოვთ, ნუღარ გაიმეორებთ ამ ტერმინს”, – […]
თბილისში რესტორან სულთანის დაცვამ ამერიკელები სცემა
თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს სცემეს – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო ხაჟომია ავრცელებს. “გამთენიისას ჩემი ამერიკელი მეგობრების ოჯახი რესტორან სულთანის დაცვამ სცემა მხოლოდ იმიტომ რომ 3500 ლარიანი ჩეკი მოუტანეს და ბარათით არ გადაიხადო წადი მოხსენიო. რა თქმა უნდა ჩეკიც გაბერილი იყო”, – წერს ხაჟომია ფეისბუქზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარაზე გამოძიება […]









