“ოცნების” დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ დედა მაგინა” – მერაბ ღოღობერიძე პოლიციამ დაკითხა – ვიდეო

"ოცნების" დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ დედა მაგინა" - მერაბ ღოღობერიძე პოლიციამ დაკითხა - ვიდეოპარლამენტის დეპუტატს “ქართული ოცნებიდან” მუხრან ვახტანგაძეს არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს. მან პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა, სადაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამასთა, მან დეპუტატთან ჩაწერილი სატელეფონო საუბარი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მერაბ ღოღობერიძე მუხრან ვახტანგაძისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მოითხოვს და ამბობს, რომ მას დეპუტატი დაემუქრა და საფრთხე ემუქრება.

“პოლიციას გადავეცი მტიცებულებები. ის მაგინებს და მემუქრება. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მისი ზონდერჯგუფები გამისწორდებიან. პროკურატურას დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვისაც მივმართე. თუ მას არ შეუჩერებენ იმუნიტეტს, იძულებული ვიქნები ქვეყანა დავტოვო და წავიდე ემიგრაციაში. ეს დეპუტატი უსწორდება ყველას, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი. კონფლიქტი ქედის სპორტული სკოლის დირექტორად მანუჩარ ჯიჯავაძის დანიშვნის შემდეგ დაიწყო. . როგორც გავარკვიე მას ლობირებდა ვახტანგაძე. კაცი, რომელიც 2012 წელს აგინებდა ივანიშვილს, დღეს “ქართული ოცნების” პირობებში დაწინაურდა მუხრან ვახტანგაძის რეკომენდაციით. მე ამის შესახებ დავწერე პოსტი, რამაც გააღიზიანა დეპუტატი,”- აცხადებს მერაბ ღოღობერიძე.

მერაბ ღოღობერიძესთან საუბარს ადასტურებს პარლამენტის დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე. მისი თქმით, მერაბ ღოღობერიძემ მწყობრიდან გამოიყვანა.

“ჩანაწერამდე ბევრჯერ ვისაუბრეთ ერთმანეთთან. სპორტთან მაგ ადამიანს არანაირი კავშირი არ აქვს, ვუთხარი, კომპეტენტური ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტლებას-მეთქი. თავიდანვე მისი მხრიდან იყო შეურაცხყოფები. მან ბოლო ზარის ჩანაწერები გააკეთა. მანამდე მწყობრიდან გამომიყვანა და ამან გამოიწვია ყველაფერი. თუ ვინმესთან ბოდიში მაქვს მოსახდელი, ეს არის საზოგადოება – ვინც ეს ვიდეო იხილა. ამ ადამიანთან, რომელიც არის უთავმოყვარეო, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ, იყო თუ არა მუქარა. თუ მოისმენთ ჩანაწერს, არანაირი მუქარა იქ არ არის. თუ მას თავისი ჩრდილის ეშინია, ეს ჩემი ბრალი არის არის. რაც მას არ ეხება, ნუ ერევა იმ საქმეში. თავისუფლება და დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რაც მოადგება პირზე, ილაპარაკოს,”- განაცხადა მუხრან ვახტანგაძემ

https://www.facebook.com/merabi.gogoberidze.1/videos/2406628666040509/