იურისტი ნოდარ ილურიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც “ნიუპოსტს” დავით ასათიანმა განუცხადა, წინასწარი ვერსიით გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. “ახლა მაცნობეს სამწუხარო ამბავი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჩვენი კოლეგა ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზში. ადვოკატთა ასოციაციის სახელით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი”- აცხადებს ასათიანი.
კატეგორია: სამართალი
სროლა და ჩხუბი რუსთავის რესტორანში – ვიდეო
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რესტორანში “მადაგონი” სროლით და 2 ადამიანის დაკავებით დასრულდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ჩხუბი ერთერთი სუფრის წევრებსა და მუსიკოს შორის მოხდა. მამაკაცებმა კონკრეტული მუსიკის შესრულება მოითხოვეს, რაზეც მუსიკოსმა უარი განუცხადა, ამის შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება უკვე ჩხუბში გადაიზარდა, რაც ინვენტარის დამტვრებით და რამდენიმე ადამიანის დაშავებით დასრულდა. ჩხუბის დროს იყო იარაღიდან გასროლის ხმაც, თუმცა […]
გიორგი ბალახაძეს მეგობრის მკვლელობისთვის 11 წელი მიუსაჯეს
მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ბალახაძის განაჩენი გამოცხადდა, სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბალახაძე დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესი დღეს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ბალახაძის მამის აღიარებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მამა აღნიშნული აღიარებით შვილის დაცვას ცდილობს. ბრალდებულის ადვოკატი ნონა ფილაურის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებას […]
ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ სამსახურში მისვლის უფლება არ მისცა
საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლისა და უფლებამოვალეობის შესრულების ნება პროკურატურამ არ დართო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. ის არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჯიშკარიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს. „ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ილია ჯიშკარიანს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გარკვეული ვალდებულებები, ელექტრონული ხელმოწერები აქვს განსახორციელებელი და ოფისში უნდა მივიდეს. ჩვენ თავი წინასწარ დავიზღვიეთ, […]
ძმებმა ყარამანაშვილებმა სტრასბურის გადაწყვეტილების გადასინჯვა ითხოვეს
ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2-ის” საქმეზე განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ. განცხადების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეცნობა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ითხოვეს. ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროსათვის გამოგზავნილ წერილში […]
გურამ ჩალაგაშვილი – “გაქვთ ვადა, რომ მისცეთ ჩვენება, ვინ დაგავალათ კობა კოშაძისთვის იარაღის ჩადება”
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაანონსებული სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროვა და დაკავებულ კობა კოშაძის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, ექსპერტიზის ყველა დასკვნის მიხედვით, კოშაძის დნმ-ი იარაღზე არ აღმოჩნდა. “კიდევ ერთი კრახი განიცადა ივანიშვილის სისხლიანმა რეჟიმმა და უდიპლომო თადუმაძის ჯიბის პროკურატურამ. მათ ექსპერტიზის დასკვნით თავზე გადაეხათ კობა კოშაძის თეთრი ძაფით შეკერილი საქმე. ჯერ კიდევ […]
“ხორავას ქუჩის საქმე”: მიხეილ კალანდია პროცესების გასაჯაროებას ითხოვს
“ხორავას ქუჩის საქმედ” ცნობილი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, სადაც ოთხი მოწმე დაიკითხა. მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ პროკურორს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა ყველა სხდომის გასაჯაროება. “პროცესის გახსნის შუამდგომლობა დღეს არ გაჟღერებულა, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული შუამდგომლობით მიმართეს ბრალდების მხარეს, თუმცა ჩვენამდე ეს შუამდგომლობა არ მოსულა,” – განაცხადა საქმის პროკურორმა. თუმცა, თოდუა აცხადებს, რომ გენერალურ […]
საქართველომ რუსი ჰაკერი სუმბაევი რუსეთს გადასცა
რუსი ჰაკერის საქართველოდან ექსტრადიცია განხორციელდა. “კურიერის” ინფორმაციით, იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს ლარსის გამშვებ პუნქტზე, რამდენიმე წუთის წინ გადასცეს. რუსი ჰაკერის უფლებადამცველებმა მანამდე “კურიერს” ის წერილიც აჩვენეს, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს გამოუგზავნა. გზავნილში ნათქვამია, რომ იაროსლავ სუმბაევის გადასაცემად მათი წარმომადგენლები 11 საათისთვის უკვე ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იქნებოდნენ. გასული წლის ნოემბერში საქართველოში დაკავებული იაროსლავ სუმბაევის გადაცემას […]
ზუგდიდში ავარიაში დაღუპულ მძღოლს პატრულის მანქანა მისდევდა
შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს, რომელიც ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, საპატრულო პოლიცია მოძრაობის შეწყვეტას სთხოვდა. უწყების ცნობით, მძღოლი არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას და ზუგდიდიდან ნაწულუკუს მიმართულებით გზა გააგრძელა, როდესაც სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემხვედრ ავტომანქანას შეეჯახა. “23 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში მანევრირების წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ “ოპელის” მარკის ავტომობილი შენიშნეს. […]
გია გორგოშაძის გატაცება სოსო ფხაკაძის ცოლისძმის სახლში დაიგეგმა – ვიდეო
„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის, ბიზნესმენ გია გორგოშაძის გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომზადებაში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ოთხივე ბრალდებულმა – რამაზ მენთეშაშვილმა, ვასილ ვასილიადმა, გურამ დგებუაძემ და დავით ფოცხიშვილმა საპროცესო გარიგებას ხელი 23 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში მოაწერეს, რის შედეგადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას 7 წლის ნაცვლად, წელიწადნახევარში დატოვებენ. საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ […]









