კატეგორია: სამართალი

გიორგი ლაფერაშვილი – ”პროკურატურაში დაბარებას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასვლას ვუკავშირებ”

არ ვიცი, ქალბატონ ნიჟარაძეს რომელი თანხები აინტერესებს – არის ეს მისი ყოფილი მეუღლის მიერ ჩემთვის მოცემული პრემიები, თუ ნიკა გვარამიას მიერ მოცემული. არ ვიცი რაშია საქმე, თუმცა ფაქტია, რომ ეს ყველაფერი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა ტელეკომპანია „ფორმულა“, – ამის შესახებ „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში მისვლის შემდეგ განაცხადა. ამრიგად, ლაფერაშვილი […]

ზაალ უდუმაშვილი – ”ცოტა შეურაცხყოფილიც ვიყავი, პროკურატურაში აქამდე რომ არ დამიბარეს”

არ აქვს მნიშვნელობა, რა კითხვა დაისმევა ჩემს მიმართ, მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, როგორც პოლიტიკოსების, ასევე ყველა ოპოზიციური მედია არხის, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პროკურატურაში მისვლის შემდეგ განაცხადა. ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმე და ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობს იმით, […]

ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს

თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს. ბრალდებულ ნაირა ოტიაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული დედა-შვილის, სვეტლანა ბეკერისა და მანია ავდალოვას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილიც. ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს […]

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძის დედა თამარ მუქერია პროკურატურამ გამოკითხა

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლაბ ბეჟანიძის დედამ გენერალური პროკურატურა დატოვა. თამარ მუქერია ე.წ. შეწყალების საქმეზე გამოიკითხა. როგორც მუქერიამ აღნიშნა, მან შეიტანა პრეზიდენტის სახელზე შეწყალების მოთხოვნა, თუმცა კომუნიკაცია არავისთან ჰქონია. „არავისთან არ მქონია კომუნიკაცია. მივმართე პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, სადაც ეწერა, რომ ჩემი შვილი იყო უდანაშაულო. გამართლებული იყო პირველ ინსტანციაში, გამართლებული იყო მეორეში და უზენაესში იყო განსხვავებული […]

ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

დიმიტრი გაბუნია და ანგი ხუციშვილი პროკურატურაში მივიდნენ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან. ისინი გენერალურ პროკურატურაში ე.წ. შეწყალების საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაიბარეს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და […]

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალი წარუდგინეს

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დროებითი მოთავსების იზოლატორი უკვე დატოვეს მისმა ადვოკატებმა. როგორც ჟურნალისტებთან ადვოკატი ონისე მარგიანი განმარტავს, წაყენებული ბრალი ისეთივე დაუსაბუთებელია, როგორიც იყო სასამართლოს განჩინება დაკავების შესახებ. „ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. პირიქით, უფრო გამყარდა. დადგენილება პირის ბრალდების შესახებ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის განმარტებული. უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და არ არსებობს. მას ბრალი წარედგინა […]

გივი თარგამაძე _ ”ჩემი ამფეთქებელი დიმიტრი აბრამიშვილი ჭიჭიაშვილის მარჯვენა ხელი იყო”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული შოთა ჭიჭიაშვილი მისი აფეთქებაში მონაწილე პირია.შევარდნაძის მმართველობის პერიოდში შოთა ჭიჭიაშვილი პანკისში მოქმედ ყველაზე სასტიკ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. როგორც „ნიუპოსტს“ თარგამაძემ განუცხადა, ის აფეთქების ორგანიზატორად თავიდანვე ასახელებდა შოთა ჭიჭიაშვილს. ყოფილი დეპუტატი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ჭიჭიაშვილს 22 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 […]

უკრაინის პოლიციამ შოთა ჭიჭიაშვილი მოკლა – მას უკავშირებენ პეტრე ცისკარიშვილის გატაცებას და გივი თარგამაძეზე თავდასხმას

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. კიევის რეგიონის პოლიციის ცნობით, შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს. „ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი […]

ზვიად კუპრავას ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობისთვის 1.000 ლარი მიესაჯა

სამართალდამცავთა “რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობაში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 1.000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. კუპრავას განცხადებით, ირაკლი ზაქარეიშვილს მის მიმართ კერძო ინტერესები აქვს. ცნობისთვის, ზვიად კუპრავას ირაკლი […]