ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალი წარუდგინეს

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალი წარუდგინესადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დროებითი მოთავსების იზოლატორი უკვე დატოვეს მისმა ადვოკატებმა. როგორც ჟურნალისტებთან ადვოკატი ონისე მარგიანი განმარტავს, წაყენებული ბრალი ისეთივე დაუსაბუთებელია, როგორიც იყო სასამართლოს განჩინება დაკავების შესახებ.

„ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. პირიქით, უფრო გამყარდა. დადგენილება პირის ბრალდების შესახებ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის განმარტებული. უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და არ არსებობს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის ა პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამორიცხულია, რადგან ეს მუხლი გულისხმობს ცრუ დასმენას, ანუ უნდა არსებობდეს პირდაპირი მხილება. ასეთი პირდაპირი ჩვენება მას არც ამ საქმეში და არც სხვა საქმეში არ მიუცია“, – აცხადებს ადვოკატი.

მისი ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო ხვალ იმსჯელებს, სადაც მოითხოვს, რომ სასამართლომ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი ზომა.

ონისე მარგიანია თქმით, მას სახელმწიფო უწყებამ მტკიცებულებების სახით გადასცა ასევე დისკები, თუმცა მარგიანი ამბობს, რომ მათ ჯერ არ გაცნობია და არ იცის, რა არის დისკზე არსებულ ჩანაწერში ასახული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

იპნ