გივი თარგამაძე _ ”ჩემი ამფეთქებელი დიმიტრი აბრამიშვილი ჭიჭიაშვილის მარჯვენა ხელი იყო”

გივი თარგამაძე _ ”ჩემი ამფეთქებელი დიმიტრი აბრამიშვილი ჭიჭიაშვილის მარჯვენა ხელი იყო”„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული შოთა ჭიჭიაშვილი მისი აფეთქებაში მონაწილე პირია.შევარდნაძის მმართველობის პერიოდში შოთა ჭიჭიაშვილი პანკისში მოქმედ ყველაზე სასტიკ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.

როგორც „ნიუპოსტს“ თარგამაძემ განუცხადა, ის აფეთქების ორგანიზატორად თავიდანვე ასახელებდა შოთა ჭიჭიაშვილს.

ყოფილი დეპუტატი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ჭიჭიაშვილს 22 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წელს იგი საყოველთაო ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლდა.

„შოთა ჭიჭიაშვილი, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი სასტიკი კრიმინალური დაკჯგუფების ხელმძღვანელი იყო. ეს დაჯგუფება ძირითადად პანკისში, თუმცა ქვეყნის სხვა ტერიტორიაზეც მოქმედებდა.

დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ამფეთქებელი დიმიტრი აბრამიშვილი, რომელიც კადრებშიც ჩანდა და პროკურატურამაც დამიდასტურა, ჭიჭიაშვილის ბანდის წევრი და ჭიჭიაშვილის მარჯვენა ხელი იყო.

ყველას ვინც ჩემს საქმეში მონაწილეობდა, გადაკვეთა ჰქონდა პირველი „მუხროვანის ამბოხთან“ და იქ იყო ადგილზე. მისივე აღიარებით, ჭიჭიაშვილმა ღამით ყაზარმები დაიკავა, და დილით ოთანაძეს გადასცა, რომლის გამოზრდილი იყო დათო დეჩუაშვილი, რომელიც ოფიციალურად ჩემი ამფეთქებელია. ბორის ჩაგუნავაც, რომელიც ჩემს საქმეზე დროებით იყო დაკავებული და შემდეგ გაათავისუფლეს, იქ იმყოფებოდა და სრულ კვეთაში იყო აღნიშნულ ამბოხთან“- უთხრა „ნიუპოსტს“ თარგამაძემ.

ნიუპოსტი