ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
კატეგორია: სამართალი
დიმიტრი გაბუნია და ანგი ხუციშვილი პროკურატურაში მივიდნენ
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან. ისინი გენერალურ პროკურატურაში ე.წ. შეწყალების საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაიბარეს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და […]
ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალი წარუდგინეს
ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დროებითი მოთავსების იზოლატორი უკვე დატოვეს მისმა ადვოკატებმა. როგორც ჟურნალისტებთან ადვოკატი ონისე მარგიანი განმარტავს, წაყენებული ბრალი ისეთივე დაუსაბუთებელია, როგორიც იყო სასამართლოს განჩინება დაკავების შესახებ. „ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. პირიქით, უფრო გამყარდა. დადგენილება პირის ბრალდების შესახებ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის განმარტებული. უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და არ არსებობს. მას ბრალი წარედგინა […]
გივი თარგამაძე _ ”ჩემი ამფეთქებელი დიმიტრი აბრამიშვილი ჭიჭიაშვილის მარჯვენა ხელი იყო”
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული შოთა ჭიჭიაშვილი მისი აფეთქებაში მონაწილე პირია.შევარდნაძის მმართველობის პერიოდში შოთა ჭიჭიაშვილი პანკისში მოქმედ ყველაზე სასტიკ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. როგორც „ნიუპოსტს“ თარგამაძემ განუცხადა, ის აფეთქების ორგანიზატორად თავიდანვე ასახელებდა შოთა ჭიჭიაშვილს. ყოფილი დეპუტატი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ჭიჭიაშვილს 22 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 […]
უკრაინის პოლიციამ შოთა ჭიჭიაშვილი მოკლა – მას უკავშირებენ პეტრე ცისკარიშვილის გატაცებას და გივი თარგამაძეზე თავდასხმას
უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. კიევის რეგიონის პოლიციის ცნობით, შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს. „ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი […]
ზვიად კუპრავას ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობისთვის 1.000 ლარი მიესაჯა
სამართალდამცავთა “რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობაში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 1.000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. კუპრავას განცხადებით, ირაკლი ზაქარეიშვილს მის მიმართ კერძო ინტერესები აქვს. ცნობისთვის, ზვიად კუპრავას ირაკლი […]
დათო პატურაშვილს ვლადიმერ ოქრომჭედლიძის და ოლეგ შუშანაშვილის მკვლელობისთვის 20 წელი მიესაჯა
ორი პირის განზრახ მკვლელობასა და ერთი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დათო პატურაშვილს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული დათო პატურაშვილი დამნაშავედ […]
საფრანგეთის ციხეში 23 წლის ნიკა კოშაძე გარდაიცვალა, 32 წლის ჯაბა სანიკიძეს 2 თვეა, ეძებენ
საფრანგეთის ციხეში 23 წლის ნიკა კოშაძე გარდაიცვალა ხოლო, 32 წლის ჯაბა სანიკიძეს უკვე 2 თვეა ეძებენ. 23 წლის ბიჭის ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება თუმცა, თბილისში გადმოსვენებულ ცხედარზე სამხარაულის ექსპერტიზამ სუიციდის კვალი ვერ იპოვა. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა რადგან, 23 წლის ბიჭი, რომელიც სასჯელს ქურდობის მცელობისთვის იხდიდა ციხეს ორ კვირაში ტოვებდა. ნიკა კოშაძის დედა დარწმუნებულია, […]
შსს – ადვოკატ ნაირა ოტიაშვილთან ერთად დედა-შვილია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, დედა-შვილი და მათი ადვოკატი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 1958 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს, 1959 წელს დაბადებულ მ.ა.-ს და 1977 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. […]
სუსმა კომპანია „ტ და გ“-ს დირექტორი ტარიელ ბ. დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე შპს „ტ და გ“-ს დამფუძნებელი და დირექტორი ტარიელ ბ. დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ტ და გ“ აწარმოებდა რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. „კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა ტარიელ ბ-მ არასრულყოფილად […]










