თამარ ალანიას ოჯახმა მოქალაქეს ქონება გამოსძალა

თამარ ალანიას ოჯახმა მოქალაქეს ქონება გამოსძალაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთი-ერთი კანდიდატი თამარ ალანია სკანდალში ეხვევა. როგორც “2020NEWS”-თვის გახდა ცნობილი, 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს თამარ ალანიას მეუღლემ, შალვა მარგველაშვილმა, მოქალაქე ვახტანგ ჭუმბურიძეს მისი კუთვნილი ავტომობილი “შევროლეტ ტრეკერი”, სახელმწიფო ნომრით TOK-568 წაართვა.

მარგველაშვილმა ჭუმბურიძეს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების და საომარი მდგომარეობის გამო, ოჯახის ქვეყნიდან გახიზვნის მიზნით, სთხოვა ავტომობილი ჭუმბურიძეს, რომელიც აღარ დაუბრუნა.

რამდენიმეწლიან უშედეგო მცდელობა, რომ ალანიას მეუღლეს ავტომობილი დაებრუნებინა, უშედეგო აღმოჩნდა.

“2020NEWS” ინფორმაციით, ერთ-ერთ ბოლო მოთხოვნაზე, რომ ავტომობილი დაებრუნებინათ, თავად თამარ ალანიამ განაცხადა, რომ აღარ აპირებდა მისი ყოფილი მეუღლის ვალების გასტუმრებას.

“დავიღალე ჩემი ყოფილი ქმრის ვალების გასტუმრებით“, – განუცხადა ალანიამ ჭუმბურიძეს.

თუმცა, როგორც ირკვევა, მარგველაშვილი ალანიას ყოფილი ქმარი კი არა, კანონიერი მეუღლე იყო. წყვილს ამ ინციდენტის შემდეგ, 2017 წელს მესამე შვილი, დავით მარგველაშვილი შეეძინათ. აღსანიშნავია, რომ თამარ ალანიას ქონებრივ დეკლარაციაში დაფიქსირებულია, რომ შალვა მარგველაშვილი მისი მეუღლეა.