მარიამ კუბლაშვილი – “გლდანის ციხეში პატიმარმა მერაბ ჩხაპელიამ მუცელი გადაიჭრა”

მარიამ კუბლაშვილი - "გლდანის ციხეში პატიმარმა მერაბ ჩხაპელიამ მუცელი გადაიჭრა"გლდანის ციხეში პატიმარმა მერაბ ჩხაპელიამ მუცელი გადაიჭრა. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, პატიმარს კონფლიქტი ბადრაგთან ჰქონდა და თვითდაზიანება სწორედ ამის გამო მიიყენა.

ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს და დახმარებას სთხოვს.

“ინციდენტის შემდეგ გაყვანილია კამერიდან და კამერიდან თვითონ სხვა პატიმრები დაგვიკავშირდნენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პირადი კონფლიქტი ჰქონდა ბადრაგთან. ბადრაგი მას ექცეოდა ცინიკურად და უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა. მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცი.

პატიმრებმა მოგვმართეს, რომ არის საგანგაშო მდგომარეობა და გთხოვთ, მოახდინეთ რეაგირებაო. სახალხო დამცველს უკვე მივმართეთ, რომ მოხდეს მისი საქმის სასწრაფოდ შესწავლა” – აღნიშნა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

ნიუპოსტი