20 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაია რჩეულიშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. სასამართლოსთან ცენტრ-პოინტის დაზარალებულები აქციას მართავდნენ, შემდეგ კი გუკა რჩეულიშვილს დაუპირისპირდნენ.
„10 წლის წინ დირექტორად რომ იყავი გაფორმებული, მაშინ რატომ არ იყავი ჩართული პროცესში. ჩვენი ფულებით გულაობდი და ფეხებზე გეკიდა“, – ასე მიმართა ერთ-ერთმა დაზარალებულმა გუკა რჩეულიშვილს.
„რატომ არ უბრუნებთ ხალხს ქონებას, რომელიც მიითვისეთ. დირექტორი იყავი და შენ მიითვისე. მათი მომავალი და შთამომავლობაც შენ ხარ და მე მივითვისე აბა?“, – უთხრა გუკა რჩეულიშვილს კიდევ ერთმა დაზარალებულმა.
შეგახსენებთ, რომ „თეთრი მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულები მაია და გუკა რჩეულიშვილები არიან. მათ სახელმწიფო ბრალდება მენაშენეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავება.
10 აპრილს, „ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პრაიმ ტაიმი

