კატეგორია: სამართალი

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე შეიძლება გამოძიება დაიწყოს – “შევისწავლით ფაქტებს”

გენერალური პროკურატურა შეისწავლის „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომლითაც პარტია პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწებას ითხოვს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს. მათივე განმარტებით, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას სწორედ ფაქტების შესწავლის შემდეგ მოახდენს. შეგახსენებთ, რომ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას გუშინ განცხადებით მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე. კერძოდ, […]

ბავშვების პორნოგრაფიის გადაღებისთვის თბილისში 2 ბინას იყენებდნენ

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმეზე დაკავებულები გადაღებებისთვის თბილისში ორ ბინას იყენებდნენ. ბინები ვაჟა ფშაველას გამზირსა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარეობს. მეზობლების განაცხადებით, დაკავებების შესახებ იციან, თუმცა კონკრეტულად რას ეხება საქმე, მათთვის უცნობია. “ჩვენთანაც იყო პოლიცია მოსული, დავინახეთ, რომ წაიყვანეს ეს ქალი, მაგრამ გვეგონა, რომ სხვა დანაშაულის გამო დაიჭირეს. ვიცით, რომ ბინა გაქირავებული იყო უცხოელზე, […]

ადვოკატი ველიჯანაშვილი – “მშობლებმა არ იცოდნენ, მათ შვილებს რა ფოტოებს უღებდნენ”

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მშობლებისთვის ფოტოსესიის შინაარსი უცნობი იყო. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მშობლები ბრალს არ აღიარებენ. “ვაცნობიერებთ, როგორია საზოგადოების განწყობა ამ დანაშაულის მიმართ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ დანაშაული არავის დამტკიცებია. რაც ბრალდებას აქვს, ის ეჭვია. ამის საპირისპიროდ ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს, რომ მათ არანაირი შემხებლობა სურათების […]

საქართველომ რუსეთს ჩეჩენი რამზან ახიადოვი გადასცა

საქართველომ რუსეთის ფედერაციას ეროვნებით ჩეჩენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ახიადოვი რუსეთი ტერორისტულ დანაშაულში („ისლამური სახელმწიფოსთვი“ ხალხის მობილიზება, ბრძოლის ეპიზოდები 2013-2015 წლებში) სდებდა ბრალს და ინტერპოლით ეძებდა. ახიადოვი საქართველოში ოჯახთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ის მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს. როგორც მისი ადვოკატი, ალექსანდრე თათელიშვილი […]

ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვეს – მოსამართლემ 500.000 ლარიანი გირაო არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების გადახედვასა და მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს, პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ოქრუაშვილს პატიმრობა 500.000 ლარიანი გირაოთი შეეცვალოს. ამასთან აღნიშნა, რომ […]

“თბილისში პატარა გოგონებს პორნოგრაფიულ სურათებს უღებდნენ, მშობლებს კი ამის სანაცვლოდ თანხას უხდიდნენ”

უმძიმესი დანაშაული თბილისში – არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. დაკავებულები საქართველოს, აშშ-ისა და ავსტრალიის მოქაალქეები არიან. ამასთან, შს სამინისტროში, სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, რომ დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და […]

“გაიხუმრა კიდეც ჩემმა საცოლემ, გადავრჩებიო?” – რუსთავში გარდაცვლილი მარიამ სალაყაიას საქმრომ თვითდაზიანებები მიიყენა – ვიდეო

“სანამ პალატაში შევიყვანდით, გაიხუმრა კიდეც ჩემმა საცოლემ, გადავრჩებიო? გადასარჩენი რა გჭირს შვილოო უთხრეს და ჩვეულებრივად შევიდა”, – ამის შესახებ “ინფო რუსთავს” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი გოგონას შეყვარებულმა განუცხადა. როგორც მამაკაცმა საინფორმაციო სააგენტოს უამბო, გოგონა ნარკოზის გაკეთებამდე თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობისათან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ ჰქონია. გარდაცვლილი 19 წლის მარიამ სალაყაია წარმოშობით სენაკის რაიონის სოფელ […]

ხანგოშვილის მკვლელობამდე შპიგელმა სუსის ყოფილი მაღალჩინოსნისგან გაფრთხილების წერილი მიიღო

ხანგოშვილის მკვლელობამდე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნისგან გაფრთხილების წერილი მივიღეთ, – ამის შესახებ გავლენიანი გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს. „წერილში მამაკაცი აცხადებს, რომ ადამიანებს, ვინც საქართველოს მთავრობას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ, ახლა რუსეთის სპეცსამსახურები ემუქრებიან, მათ შორის დაემუქრნენ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს და მის ძმა ზურაბ ხანგოშვილს. წერილი რედაქციამ 20 აგვისტოს მიიღო. ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს“, – აღნიშნულია […]

კოკა კოლას ოფისიდან 133.000 ლარი მოიპარეს – დაკავებულია კომპანიის თანამშრომელი მ.ტ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. სამინისტროს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ამავე დროს, იყო შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ს.ს. „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო […]

თეა წულუკიანი – “პრეზიდენტმა ძებნილი პირი შეიწყალა”

24-დან 23 პირი საპატიმროდან გათავისუფლდა, ხოლო ერთი ვერა, რადგან ის დღესაც ძებნილია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. „ადამიანი დაახლოებით, 2009-2010 წლებიდან არის გაუჩინარებული და ძებნილია. რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და ვერ დავასახელებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია. ეს კანონით აკრძალულია და ამ […]