მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრიტანელი ადვოკატის სტივენ ქეის განცხადებით, ლონდონში ე.წ „გახარიას წერილის“ ექსპერტიზა დასრულდა, შედეგები ანალიზდება და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. „ახლა მიდის წერილის ლინგვისტური და სხვა ტიპის ანალიზი. შესაბამისი გამოძიების შემდეგ ის აუცილებლად წარედგინება სასამართლოს, როგორც მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება“- განაცხადა ქეიმ. საუბარია იმ წერილზე, რომელიც „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი […]
კატეგორია: სამართალი
თემქის საავადმყოფოში ახალნამშობიარევი ქალი შეიყვანეს ახალშობილის გარეშე
5 სექტემბერს გვიან ღამით, ახალნამშობიარები ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით შეიყვანა, თუმცა მას ახალშობილი თან არ ახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს. ამ დროისთვის უცნობია ჩვილის ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდგომი სისხლდენით კლინიკაში ახალშობილის გარეშე გუშინ საღამოს შეიყვანა. მათივე განცხადებით, […]
ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს
ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ნიკა გვარამიას გარდა ბრალდების დადგენილება გამოტანილია არხის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას და “ინტერმედია პლუსის” დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართაც. გენერალური პროკურატურის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი […]
თემქაზე მაშველებმა 62 წლის სიმა მირზოევას ცხედარი იპოვეს – ბინიდან ოქროულობაა წაღებული
ზღვის უბანში თემქაზე ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ. სახანძრო-სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან ბინაში ხანძარი იყო, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სამაშველო ბრიგადამ ხანძარი ჩააქრო, ადგილზე თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი ნახეს. ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არ არის მიყენებული. ქალს სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც გარდაცვლილის მეზობელმა […]
კუს ტბასთან 20 წლის ქალმა თავი მოიკლა – “საფლავი წინასწარ გაითხარაო”
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. „20 წლის იყო. თავი ჩამოიხრჩო. საფლავიც კი წინასწარ საკუთარი ხელით გაითხარაო. თვითმკვლელობის მოტივად არაერთი ფაქტორი სახელდება. მას ბავშვობაც სტრესული ჰქონდა. ის თავის დებთან და ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში იზრდებოდა, თუმცა, ბიოლოგიური დედა ჰყავთ. რამდენიმე წლის წინ ის საცხოვრებლად […]
ირაკლი კობიაშვილის მეუღლე ხუჯაძე-გოგნიაშვილის და ალადაშვილის კლინიკებს უჩივის
უკვე ერთი თვეა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო 40 წლის ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალების ფაქტს სწავლობს. უწყებაში ამბობენ, რომ სრულყოფილი დასკვნა გარდაცვლილი პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ, დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი. ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში ცხვირის ძგიდის ოპერაციის გასაკეთებლად მისული ირაკლი კობიაშვილი ოპერაციის დაწყებამდე, ანესთეზიაზე გამოვლენილი ალერგიული რეაქციის შედეგად ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, 10 დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. ირაკლი […]
კახეთის სამხარეო პოლიციას ზურაბ ბერიკაშვილი უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს დღეიდან ზურაბ ბერიკაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 36 წლის ზურაბ ბერიკაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა ჭანუყვაძე შეცვალა. ბერიკაშვილი 2017 დეკემბრიდან დღემდე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე კი, 2016 წელს, ის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. უწყების ინფორმაციით, კახეთის სამხარეო […]
რუსეთში ქართველი კანონიერი ქურდი ირაკლი ჯაბუა დააკავეს
ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს ირაკლი ჯაბუას, იგივე ირაკლი როსტოვსკის, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 მლნ რუბლის ოდენობით ჯარიმა ემუქრება. რუსი სამართალდამცველები ჯაბუას „დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი თანამდებობის“ დაკავებას ედავებიან. ადრე ირაკლი ჯაბუას ბრალად ყაჩაღობა და თაღლითობა ედებოდა. ბოლო დროს ის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფებოდა. კვირა
შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1978 წელს დაბადებული რ.ც. დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა გ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული […]
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ სოკოლოვი გერმანიაში ყალბი პასპორტით ჩავიდა
ბელინგქეთის, შპიგელისა და Russian Insider-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა პირმა გერმანიის საზღვარი ყალბი პასპორტით გადაკვეთა. როგორც ცნობილია, გერმანიის პოლიციას ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით 49 წლის ვადიმ სოკოლოვი ჰყავს დაკავებული, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მსგავსი სახელითა და გვარით რუსეთის მოქალქეთა მონაცემთა ბაზაში არავინ იძებნება. ამასთან, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში სოკოლოვის მიერ ვიზის […]










