კატეგორია: სამართალი

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში მიღება მოაწყო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგი ხუციშვილმა განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 […]

ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია – ვიდეო

ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია - ვიდეო

პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც 27 აგვისტოს საღამოს, თბილისში, პეკინის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრა მცირეწლოვანი ბავშვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში […]

სათვალთვალო კამერამ პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტი დააფიქსირა – ვიდეო

სათვალთვალო კამერამ პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტი დააფიქსირა - ვიდეო

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაესხა პეკინის გამზირზე თავს მცირეწლოვან ბავშვს უცნობი ქალი და სახის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვიდეო მაღაზია აიტექნიკის გარე სათავლთვალო კამერით არის გადაღებული. კადრში ჩანს, როგორ ჩაიარა ოჯახმა ქუჩაზე. დედას ხელი ტყუპისცალ ბიჭზე აქვს ჩაკიდებული ხელი, მამას – გოგონაზე. მოგვიანებით ისმის ბავშვის განწირული ტირილი და მამაკაცის ყვირილის ხმა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 საათის […]

პეკინის ქუჩაზე ქალმა ბავშვი დანით დაჭრა

პეკინის ქუჩაზე ქალმა ბავშვი დანით დაჭრა

თვითმხილველების ინფორმაციით, პეკინის გამზირზე, სავარაუდოდ, უცნობმა ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა განუცხადა, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მოდიოდა, როდესაც მათ წინ შემოეგებათ უცნობი ქალი, მიუახლოვდა ბავშვს და სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა. თვითმხილველის ინფორმაციითვე, ამის შემდეგ ქალი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მისივე განმარტებით, მას პოლიცია დაედევნა. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის სასწრაფო დახმარების […]

20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირი პატიმრობაში რჩება

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირი პატიმრობაში რჩება. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, დაკავებულების მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებული 7 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მათ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. ამ გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოს ეზოში […]

ავთანდილ წერეთელი – ”გირაოს არ გადავიხდი, წავალ ციხეში”

ავთანდილ წერეთელი - ”გირაოს არ გადავიხდი, წავალ ციხეში”

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500.000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო, რითაც გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ავთანდილ წერეთელი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვისუკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. […]

ადვოკატი – “მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაშია”

ადვოკატი - "მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაშია"

კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც სასჯელს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, გაუსაძლის მდგომარეობაშია. ადვოკატის განმარტებითვე, მინდია ლავასოღლი უკანონო პატიმარია თურქეთის რესპუბლიკაში, ამიტომ, ის კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელებას მოითხოვს. „საქართველოს მოქალაქე მინდია ლავასოღლი გაუსაძლის მდგომარეობაშია. ვგულისხმობ, რომ მთელ უკანონობის კასკადს აქვს ადგილი. ძალიან სამწუხაროა, რომ თურქეთის რესპუბლიკა, აი, ამ უკანონო […]

“რუსთავი 2”-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა “რუსთავი 2“- ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში დოკუმენტაციის ამოღება დაიწყეს.ამის შესახებ “2020NEWS” მთავარ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც ტელეკომპანიის სარეკლამო დროის შესყიდვას აწარმოებდნენ. ინფორმაცია უწყებაშიც დაადასტურეს. “როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება შპს ,,სამაუწყებლო კოპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული, სარეკლამო მომსახურების […]

პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ 500.000 ლარის გირაოს მოითხოვს

პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ საქმე აღძრა

გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, პროკურატურა სასამართლოს სწორედ აღნიშნული შუამდგომლობით მიმართავს. გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს მიმართა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩაინიშნა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ წერეთლის […]

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, 7 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 2 დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დაკავებულთაგან ერთი – მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი, ერთი კი ყოფილი თანამშრომელია. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 50.000 ლარის […]