ირაკლი კობიაშვილის მეუღლე ხუჯაძე-გოგნიაშვილის და ალადაშვილის კლინიკებს უჩივის

ირაკლი კობიაშვილის მეუღლე ხუჯაძე-გოგნიაშვილის და ალადაშვილის კლინიკებს უჩივისუკვე ერთი თვეა სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო 40 წლის ირაკ­ლი კო­ბი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს სწავ­ლობს. უწყე­ბა­ში ამ­ბო­ბენ, რომ სრულ­ყო­ფი­ლი დას­კვნა გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ხუ­ჯა­ძე-გოგ­ნი­აშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ცხვი­რის ძგი­დის ოპე­რა­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად მი­სუ­ლი ირაკ­ლი კო­ბი­აშ­ვი­ლი ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე, ანეს­თე­ზი­ა­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის შე­დე­გად ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს, 10 დღის შემ­დეგ კი გარ­და­იც­ვა­ლა.

ირაკ­ლი კო­ბი­აშ­ვი­ლი ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში მე­უღ­ლეს­თან, ნინო გო­გი­ნაშ­ვილ­თან ერ­თად მი­ვი­და. ხუ­ჯა­ძე-გოგ­ნი­აშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენტს და­უს­ვეს ვა­ზო­მო­ტო­რუ­ლი რი­ნი­ტის (ძგი­დის გამ­რუ­დე­ბა) დი­აგ­ნო­ზი და ოპე­რა­ცია და­უ­ნიშ­ნეს. ოპე­რა­ცი­ამ­დე კო­ბი­აშ­ვილს რამ­დე­ნი­მე გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა რო­გორც მისი მე­უღ­ლე ამ­ბობს, ანეს­თე­ზი­ა­ზე სინ­ჯი არ აუ­ღი­ათ.

ნინო გო­გი­ნაშ­ვი­ლის აზ­რით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

“არც კი ვი­ცო­დით, რომ სინჯს არ უკე­თებ­დნენ. ეს მე გან­მი­მარ­ტეს მა­შინ, როცა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში ჰყავ­დათ. მი­თხრეს, რომ ანეს­თე­ზი­ა­ზე სინჯს არ აკე­თე­ბენ, რად­გან პრო­ტო­კო­ლის და გა­იდ­ლა­ი­ნის მი­ხედ­ვით, თუკი ანამ­ნე­ზი არ იძ­ლე­ვა ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, უც­ნა­უ­რია რა­ტომ არ იძ­ლე­ო­და ჩემი ქმრის ის­ტო­რია ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, როცა ექი­მე­ბის კი­თხვა­ზე – აქვს თუ არა ალერ­გია ანეს­თე­ზი­ა­ზე, პირ­და­პირ უპა­სუ­ხა, რომ არ იცის, რად­გან 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­დროს ჰქო­ნია შე­ხე­ბა არა­ფერ­თან, სა­დაც ანეს­თე­ზია დას­ჭირ­დე­ბო­და. ეს პა­სუ­ხი, მი­ნი­მუმ, ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ო­და. დაგ­ვი­მა­ლეს ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო შე­ეც­ვა­ლა ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოპე­რა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­კე­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით” – ამ­ბობს ნინო გო­გი­ნაშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში კი­დევ ერთ მნიშ­ნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. იგი ამ­ბობს, რომ ირაკ­ლი კო­ბი­აშ­ვილს ჰქონ­და მა­ლამ­პა­ტის მე-3 ხა­რის­ხი. მა­ლამ­პა­ტი არის სა­სის აგე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის კლა­სი­ფი­კა­ცია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინ­ტუ­ბა­ცი­ის სირ­თუ­ლის წი­ნას­წარ შე­სა­ფა­სებ­ლად. ამ და­ა­ვა­დე­ბის 3 და მე-4 კლა­სი ექი­მე­ბის­თვის ნიშ­ნავს მო­სა­ლოდ­ნელ გარ­თუ­ლე­ბულ ინ­ტუ­ბა­ცი­ას. გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე გვე­უბ­ნე­ბა რომ, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია ანეს­თე­ზი­ის მე­სა­მე კომ­პო­ნენ­ტმა, გან­ვი­თარ­და ხორ­ხის უკი­დუ­რე­სი შე­შუ­პე­ბა, ალერ­გი­უ­ლი შოკი, ტა­ქი­კარ­დია.

“ხორ­ხის შე­შუ­პე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო ფიბ­რი­ლა­ცია და 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­ლის მუ­შა­ო­ბა ვერ და­ა­რე­გუ­ლი­რეს. შემ­დეგ ჟანგბა­დის სრულ­ყო­ფი­ლად მი­წო­დე­ბის­თვის კი­დევ 20 წუთი და­ი­ხარ­ჯა. თვი­თონ გა­მო­იწ­ვი­ეს ხე­ლოვ­ნუ­რი კომა. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც მათ იზ­რუ­ნეს, ისაა, რომ სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე არ გარ­და­იც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნი. სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბი შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს იმის­თვის, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­ე­მი­სა­მარ­თე­ბი­ნათ”, – ამ­ბობს ნინო გო­გი­ნაშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლეს პრე­ტენ­ზია აქვს ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას­თა­ნაც, სა­დაც კო­მა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა და სწო­რედ იქ გარ­და­იც­ვა­ლა.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ხუ­ჯა­ძე-გოგ­ნი­აშ­ვი­ლის კლი­ნი­კას (დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვი­ლი და მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძე არი­ან). სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა რუ­სუ­დან კა­ლი­ნამ პირ­და­პირ გვი­თხრა, რომ კლი­ნი­კის­გან ვე­რა­ნა­ირ შე­კი­თხვა­ზე ვერ მი­ვი­ღებ­დით პა­სუხს. მან თქვა, რომ ამ საქ­მე­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებს.

“ამ კლი­ნი­კა­ში არა­ვის არ უნდა ჰკი­თხოთ ეგ კი­თხვე­ბი. სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტებს უნდა ჰკი­თხოთ. ამ ქალ­ბა­ტონს მი­ღე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი. მე ვერ გა­ვა­კე­თებ ამ ფაქ­ტზე ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს” – გვი­თხრა ხუ­ჯა­ძე-გოგ­ნი­აშ­ვი­ლის კლი­ნი­კის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.

იკ­ვე­თე­ბა თუ არა მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­დაც­დო­მე­ბი და დარ­ღვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბო­და პა­ცინ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია, ამა­ზე რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში არ გვი­პა­სუ­ხეს, თუმ­ცა გვი­თხრეს, რომ დას­კვნა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

“პა­ცინ­ტის მი­მართ გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის საქ­მის შეს­წავ­ლა და­ვი­წყეთ 2 აგ­ვის­ტოს. ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია მო­პო­ვე­ბუ­ლია სრუ­ლად, გან­ხი­ლუ­ლია და გაგ­ზავ­ნი­ლია სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­რე­ცენ­ზო­ი­ოდ. ანეს­თე­ზია-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი­ი­სა და ოტო­ლა­რინ­გო­რო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით არის გაგ­ზავ­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი სა­რე­ცენ­ზი­ოდ. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნდა გა­ნი­ხი­ლონ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი. ზუსტ ვა­დას ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ, სა­შუ­ა­ლოდ ერთ თვე­ში გვექ­ნე­ბა სრუ­ლი და სა­ბო­ლოო დას­კვნა.

რამ გა­მო­იწ­ვია გარ­დაც­ვა­ლე­ბა – ასე­თი მი­ზე­ზობ­რი­ვი კავ­ში­რის დად­გე­ნის კომ­პე­ტენ­ცია ჩვენ არ გვაქვს, ამის კომ­პე­ტენ­ცი აქვს სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას, რაც სამ­წუ­ხა­როდ, თა­ვის დრო­ზე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. თუმ­ცა, მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად რო­გორც ხუ­ჯა­ძე-გოგ­ნი­აშ­ვი­ლის, ისე ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კებ­ში გა­მოვ­ლინ­და სა­ნე­ბარ­თო პი­რო­ბე­ბის ზო­გი­ერ­თი მო­თხოვ­ნის დარ­ღვე­ვე­ბი. კონ­კრე­ტუ­ლად ვერ მოგ­ცემთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რად­გან ეს არ არის სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია.

ორი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ფლობს სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ნე­ბარ­თვას და სა­ნე­ბარ­თვო მოწ­მო­ბის და­ნარ­თებს იმ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში, რა­საც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, მაგ­რამ მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბებ­ში არის გა­წე­რი­ლი რიგი მო­თხოვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ა­გენ­ტოს მიერ მოწ­მდე­ბა რო­გორც გეგ­მი­უ­რად, ისე განმცხა­დებ­ლის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე.

ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო განმცხა­დებ­ლის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­სა­მარ­თლოს მი­ე­წო­და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე და სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. თუ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვეტს, შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ” – გვი­თხრა სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა ინგა პა­ი­ჭა­ძემ.

გარ­დაც­ვლი­ლი ირაკ­ლი კო­ბი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ამ­ბობს, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დას­კვნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრის მო­თხოვ­ნით და სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს.

“სხა­ვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კლი­ნი­კე­ბის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი დას­კვნე­ბი მაქვს უკვე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ასე­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. იქ იყო კონ­კრე­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ექი­მე­ბი მზად იქ­ნე­ბოდ­ნენ გარ­თუ­ლე­ბე­ბის­თვის და შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებ­დნენ.

ხუ­ჯა­ძე-გოგ­ნი­აშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ეს პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. ორი წლის წინ იქ გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ქალი ჩიყ­ვის ოპე­რა­ცი­ის დროს. თა­ვის დრო­ზე ამა­ზე ახ­მა­ურ­და მე­დია, და­ი­წე­რა სტა­ტი­ე­ბი, თუმ­ცა დღეს რომ ეცა­დოთ ამ მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბას, ვე­რა­ფერს იპო­ვით, რად­გან აა­ღე­ბი­ნეს ეს სტა­ტი­ე­ბი. გა­სა­გე­ბია ხომ რას­თან გვი­წევს ბრძო­ლა? საკ­მა­ოდ აქვთ გავ­ლე­ნე­ბი მათ.

ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში შეც­დო­მე­ბია დაშ­ვე­ბუ­ლი რო­გორც მე­ნე­ჯმენ­ტის ნა­წილ­ში, ასე­ვე, უშუ­ა­ლოდ ექი­მე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის კუ­თხი­თაც. ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა უკვე სტა­ტის­ტი­კაა, მაგ­რამ ჩემი ქმრის საქ­მე ვერ ჩა­ი­ფარ­ცხე­ბა, რად­გან მივ­მარ­თავ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუ სა­ჭი­რო გახ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ებ­საც. გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ!” – ამ­ბობს ნინო გოგ­ინ­აშ­ვი­ლი.

ამბები