კატეგორია: სამართალი

თიანეთში ოლეგ მამადაშვილის მკვლელობისთვის ზურა მამადაშვილი დააკავეს

მკვლელობა მოხდა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის კაცმა მეზობელს ზურგის არეში დანა, შემდეგ კი თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა. სასტიკ მკვლელობას მოკლულის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბე ქვეპუნქტით დაიწყო. პოლიციამ 1982 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავა. “კვირის პალიტრა” მეზობლებზე დაყრდნობით წერს, […]

მამუკა ხაზარაძე – “გახარიას წერილის ანალიზი სერიოზული შედეგით დასრულდა”

ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს იმ წერილთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც მისი მტკიცებით, მას გიორგი გახარიამ მისწერა. ჟურნალისტების კითხვაზე, ექსპერტიზის შედეგად დასტურდება თუ არა წერილზე გიორგი გახარიას ხელმოწერის ნამდვილობა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ამაზე მისი ადვოკატი ისაუბრებს. ხაზარაძემ იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა ამასთან დაკავშირებით საქმეს აღძრავს და ძიებას დაიწყებს. მისივე […]

თემქაზე 62 წლის გულნარა პივაზის მკვლელობისთვის მისი მაზლი დააკავეს

თემქაზე 62 წლის ქალის, გულნარა პივაზის, მკვლელობის საქმე გახსნილია. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულმა ქალს ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაზლის დაკავება ნათესავებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. […]

ნიკა გვარამია გირაოს გადაიხდის

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ხვალ გირაოს გადაიხდის – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: მოკლედ, ხვალ თუ ზეგ ჩემი გირაოს ბოლო დღეა. ძალიან ნერვიულობს ჩემი გუნდი, ყველა უკლებლივ. ყველაზე მშვიდი Paata Iakobashviliით დაწყებული, გადარეული Nanuka Zhorzholianiთ დამთავრებული. ტელევიზიაში თითქოს ყველაფერი გამოდის, წესრიგშია, მაგრამ სადღაც იქ, ალარმის წითელი ნათურა მაინც ჩართული აქვთ. რაღაც ვარიანტებს იგონებენ, ჩვენ გადავიხდით […]

ვახო სუთიძის დაჭრისთვის 50 წლის დ.ს. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1980 წელს დაბადებულ ვახო სუთიძეს და შემთხვევის ადგილიდან […]

თბილისში დალი ჩი­ტა­ლა­ძის შვი­ლი, ვახო სუთიძე, დაჭრეს – წირვიდან გამოსულს მამაკაცმა ზურგში დანა ჩაარტყა

თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. იურისტ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცს ზურგიდან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მამაკაცი დაესხა თავს. „კვირა დღეა და წირვაზე იმყოფებოდა, იქიდან წამოვიდა სახლში. ეს ადამიანი ჩუმად გამოჰყვა და სადარბაზოში როგორც კი შემოვიდა, ჩუმად, უკნიდან, ზურგიდან დაარტყა დანა. ჭრილობა ძალიან ღრმაა, […]

პროკურორი გუბელაძე – გვარამიას, იაშვილის და დამენიას სასამართლო 30 სექტემბერს გაიმართება

“რუსთავი 2”- ის საქმე არის ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც არის სამი ბრალდებული, ამიტომ სამივე ბრალდებულის – ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილის და კახა დამენიას სასამართლო პროცესი 30 სექტემბერს ერთად იქნება, – ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა. პროკურორის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებულია და ბრალდებულის სათანადო ქცევას უზრუნველყოფს. “სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის […]

„ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს 50.000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით 50.000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მას ეკრძალება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე ქვეყნიდან გასვლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 7 სექტემბერს საღამოს გამოაცხადა. სასამართლო პროცესზე, პროკურატურამ ზურაბ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან ერთად მოითხოვა, რომ […]

სოფო კილაძე – “ნიკა გვარამია უნდა დაისაჯოს თუ დამნაშავეა”

თუ არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, ამას ბუნებრივია, სამართლებრივი ნაბიჯები უნდა მოყვეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის დამძიმების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. როგორც კილაძემ აღნიშნა, ბოლოს დროს მოდაშია მედიის და პოლიტიკის უკან ამოფარება იმისათვის, რომ დანაშაულს აარიდოს ადამიანმა თავი. მისივე თქმით, საჭიროა გამოძიება და თუ საუბარია იმაზე, […]

35 წლის შ.ს.-მ მშობიარობის შემდეგ ახალშობილი, სავარაუდოდ, ნაგავში გადააგდო

„პრაიმტაიმმა“ დედის მიერ ახალშობილის სავარაუდოდ განზრახ მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები გაარკვია. ჩვენი ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებმა შ.ს-მ რამდენიმე დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იმშობიარა. 35 წლის ქალმა მშობიარობის შემდეგ ახალშობილი, სავარაუდოდ, ნაგავში გადააგდო. 6 სექტემბერს გამთენიისას კი ქალი N5 სამშობიაროში ძლიერი სისხლდენით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში […]