მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრიტანელი ადვოკატის სტივენ ქეის განცხადებით, ლონდონში ე.წ „გახარიას წერილის“ ექსპერტიზა დასრულდა, შედეგები ანალიზდება და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.
„ახლა მიდის წერილის ლინგვისტური და სხვა ტიპის ანალიზი. შესაბამისი გამოძიების შემდეგ ის აუცილებლად წარედგინება სასამართლოს, როგორც მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება“- განაცხადა ქეიმ.
საუბარია იმ წერილზე, რომელიც „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან შუამავლის დახმარებით მიიღო და რომელშიც “ყველანაირი წინაპირობის გარეშე” შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.


