პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა – დაკავებულის ოჯახი აქციებს იწყებს

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა - დაკავებულის ოჯახი აქციებს იწყებსე.წ. ციანიდის საქმე – დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ “ნიუპოსტს” განუცხადა, რომ პრეზიდენტმა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი არ შეიწყალა.
თორნილე მამალაძე სექტემბრიდან პროტესტის ახალ ტალღას აანონსებს.

“დღეს კიდევ ერთხელ იგნორირება გაუკეთეს ჩემი ძმის მდგომარეობას და საპყრობილეში დატოვეს. ეს საპატრიარქოს, ხელისუფლების და პრეზიდენტის ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომელზეც თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხისგება. თუ ვინმეს გონია, რომ დავიღალე ძალიან ცდება. სექტემბრიდან პროტესტის ახალ ფორმებს მიიღებენ”- აცხადებს მამალაძე.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადვოკატებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც მიმართეს, თუმცა ქვეყნის მაშინდელმა ლიდერმა მის შეწყალებაზე უარი განაცხადა.

ნიუპოსტი