ბათუმში ქმარმა ცოლი კისერში დაჭრა

ბათუმში ქმარმა ცოლი კისერში დაჭრაბათუმში გვიან ღამით ქმარმა ცოლი დაჭრა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, 30 წლამდე ქალს ცივი იარაღით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

ბათუმში ცოლის დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დაკავებულია. შსს-განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.