კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც სასჯელს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, გაუსაძლის მდგომარეობაშია. ადვოკატის განმარტებითვე, მინდია ლავასოღლი უკანონო პატიმარია თურქეთის რესპუბლიკაში, ამიტომ, ის კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელებას მოითხოვს. „საქართველოს მოქალაქე მინდია ლავასოღლი გაუსაძლის მდგომარეობაშია. ვგულისხმობ, რომ მთელ უკანონობის კასკადს აქვს ადგილი. ძალიან სამწუხაროა, რომ თურქეთის რესპუბლიკა, აი, ამ უკანონო […]
კატეგორია: სამართალი
“რუსთავი 2”-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა
გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა “რუსთავი 2“- ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში დოკუმენტაციის ამოღება დაიწყეს.ამის შესახებ “2020NEWS” მთავარ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც ტელეკომპანიის სარეკლამო დროის შესყიდვას აწარმოებდნენ. ინფორმაცია უწყებაშიც დაადასტურეს. “როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება შპს ,,სამაუწყებლო კოპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული, სარეკლამო მომსახურების […]
პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ 500.000 ლარის გირაოს მოითხოვს
გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, პროკურატურა სასამართლოს სწორედ აღნიშნული შუამდგომლობით მიმართავს. გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს მიმართა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩაინიშნა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ წერეთლის […]
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, 7 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 2 დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დაკავებულთაგან ერთი – მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი, ერთი კი ყოფილი თანამშრომელია. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 50.000 ლარის […]
ვანო მახარაშვილი, რომელიც მოკლული ეგონათ, პოლიციამ ფერმაში ცოცხალი იპოვა
10-დღიანი ძებნის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრები მამაკაცი პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 34 წლის ვანო მახარაშვილს, სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს. „პოლიციამ მოიყვანა. არ ვიცით რა ვთქვათ, მეტირება სიხარულით. იმდენი ჭორი ვრცელდებოდა, მაგრამ პოლიციელები დღე და ღამეს ასწორებდნენ, რომ ეპოვათ. მადლობა პოლიციას და მადლობა […]
ელბერდ კობერიძის წამებაში ბრალდებულ გიორგი სამუშიას პატიმრობა 3.000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, რომლის ექსტრადიცია უკრაინიდან ერთი თვის წინ განხორციელდა, პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, სამუშიას პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოეწურა და აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. „გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის 9- თვიანი ვადა ამოიწურა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის […]
მ.ბ.-მ საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი […]
“მიხეილ კალანდია პოლიტიკური დაკვეთითაა დაკავებული” – ადვოკატი თოდუა სახალხო დამცველს მიმართავს
ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი სახალხო დამცველს საჩივრით მიმართავს. როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, მას საკუთარი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევენ. „მიხეილ კალანდიას საქმეში 16 აგვისტოს ჩავერთე, შევისწავლე საქმის მასალები მთლიანად და ვაცხადებ, რომ იგი არის საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების პოლიტიკური დაკვეთის შედეგად დაკავებული […]
გ.ც.-მ ავტომანქანა მაზი მიისაკუთრა და 7.000 ლარად ჩააბარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ც. საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ, 45.000 ლარად ღირებულ მაზის მარკის […]
პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის […]









