გ.ც.-მ ავტომანქანა მაზი მიისაკუთრა და 7.000 ლარად ჩააბარა

გ.ც.-მ ავტომანქანა მაზი მიისაკუთრა და 7.000 ლარად ჩააბარაშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ც. საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ, 45.000 ლარად ღირებულ მაზის მარკის ავტომანქანას.

უწყების ცნობით, გ.ც.-მ ავტომანქანა გარდაბნის რაიონში შავი ლითონის მიმღებ პუნქტში 7.000 ლარად ჩააბარა, ხოლო სანომრე ნიშნები და აკუმულატორები გადამალა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად წარსულში იმავე დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ც. დააკავა, ხოლო შავი ლითონის მიმღები პუნქტიდან მაზის მარკის ავტომანქანა, ასევე, გადამალული სანომრე ნიშნები და აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 -ე ნაწილის “ბ” და ” გ” ქვეპუნქტით, მიმდინარეობს.