ვანო მახარაშვილი, რომელიც მოკლული ეგონათ, პოლიციამ ფერმაში ცოცხალი იპოვა

ვანო მახარაშვილი, რომელიც მოკლული ეგონათ, პოლიციამ ფერმაში ცოცხალი იპოვა10-დღიანი ძებნის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრები მამაკაცი პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

34 წლის ვანო მახარაშვილს, სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს.

„პოლიციამ მოიყვანა. არ ვიცით რა ვთქვათ, მეტირება სიხარულით. იმდენი ჭორი ვრცელდებოდა, მაგრამ პოლიციელები დღე და ღამეს ასწორებდნენ, რომ ეპოვათ. მადლობა პოლიციას და მადლობა ღმერთს. ცოცხალი და უვნებელია. ძალიან გახარებულები ვართ”, – განაცხადა მისმა ბიძამ, სოსო მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, 34 წლის ვანო მახარაშვილის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც გაწყვიტეს, თუმცა ცხედარი და სხვა რაიმე ფაქტი ვერ იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობდა.

34 წლის ვ.მ. მოკლეს და დაანაწევრეს? – რა მოხდა ვეჯინში