ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განცხადებით, ლაურა ღაჭავას ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველყოფისთვის უძრავი ქონება თვითონ მეგობრებმა და ნათესავებმა შესთავაზეს. „ლაურა ღაჭავას არავისთვის არ უთხოვია, თვითონ მეგობრებმა და ნათესავებმა შესთავაზეს, რომ ქალბატონო ლაურა, შეგიძლია ჩემი ბინა გამოიყენოო“, – განაცხადა ადვოკატმა. მისი თქმით, ლაურა ღაჭავა საფუძვლიანად არის დათრგუნული იმ ბრალდებიდან გამომდინარე, რასაც ბრალად უყენებენ. „სახელმწიფო ბრალდებამ გააჟღერა ასეთი წინადადება, თითქოს […]
კატეგორია: სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილი – ”ვიცოდით, რომ ზელიმხან ხანგოშვილი სულ საფრთხეში იყო“
პანკისის სოფელ დუისში, გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი სამძიმარს იღებს. ხეობაში, ხანგოშვილების სახლთან იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის საქართველოდან წავლასში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ 2015 წელს, მაშინ როდესაც ხანგოშვილს თბილისში სახლთან ოთხი ტყვია ესროლეს, ხელისუფლებამ გამიზნულად არ გამოიძია მომხდარი, რის გამოც ხანგოშვილი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. „ეს მთელი ხეობის ტკივილია. ამ […]
მედეა ვასაძემ სუსს მიმართა – ”სამსახურის შოვნის სანაცვლოდ 30.000 დოლარი შემომთავაზეს”
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მედეა ვასაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს. ვასაძე აცხადებს, რომ მას სამსახურის სანაცვლოდ ქრთამად 30.000 დოლარი შესთავაზეს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ბატონ ვ.გომელაურს. მე,მედეა ვასაძე,აჭარის ა.რ.უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, საჯაროდ მოგმართავთ შემდეგ ფაქტზე – მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ოჯახის პირობებში გავდივარ მკურნალობას. 2019 წლის 23 აგვისტოს, ანუ დღეს, […]
გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს
პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადასტურებენ გვიან საღამოს გავრცელებულ ცნობას, რომ გერმანიაში პანკისელი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს. მკვლელობის ფაქტზე გერმანიის პოლიციას სავარაუდოდ ერთი პირი ჰყავს დაკავებული. ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის […]
ხათუნა კოტრიკაძის შვილი გოგა გოგია დააკავეს
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის და ფეხბურთელ დავით გოგიას შვილი, გოგა გოგია დააკავა. საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ეხება. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუმარტეს, ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ბრალდებით დააკავეს. გოგა გოგია სააკაშვილის ხელისუფლების დროს საკრებულოს კანცელარიის უფროსი იყო. 2015 წელს მან საკვალიფიკაციო ტესტირება […]
34 წლის ვ.მ. მოკლეს და დაანაწევრეს? – რა მოხდა ვეჯინში
რეგინფოს ინფორმაციით, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი სავარაუდოდ მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგინფოს უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. […]
”დიტო როსტომაშვილმა ერეკლე და დათო ჩეკურიშვილებს მამის თვალწინ ესროლა” – რა მოხდა ლონდონის ბაღში თბილისში
17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილს, რომელიც 20 წლით უფროსმა მამაკაცმა ძაღლების ჩხუბის გამო თავის არეში დაჭრა, 3 ტყვია ამ დრომდე თავში აქვს ჩარჩენილი და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. როგორც მოზარდის დედა ნინო ჩეკურიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა 37 წლის დიმიტრი როსტომაშვილმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ სროლის მომენტში ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. „ჩემს […]
მ.გ. ღამის კლუბში მობილურების მოპარვის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში რამდენიმე მოქალაქეს სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონი მოპარა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ჩატარებული […]
აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავეს ნარკოდანაშაულისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ა. დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა ორჯერ განახორციელეს. პოლიციამ მის მიერ უკანონოდ გაყიდული 7 […]
მუხიანში საქართველოს ბანკი გაძარცვეს – დაკავებულია გ.ჩ.
ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით შსს-მ 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის […]









