მ.გ. ღამის კლუბში მობილურების მოპარვის ბრალდებით დააკავეს

მ.გ. ღამის კლუბში მობილურების მოპარვის ბრალდებით დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში რამდენიმე მოქალაქეს სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონი მოპარა.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.გ. ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.