სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და მოქალაქე ზაზა თ. დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ., ნათესავთან – ზაზა თ.-სთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12.845,00 […]
კატეგორია: სამართალი
ლაურა ღაჭავას ნახევარი მილიონის გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ამასთან, ბიზნესმენს ასევე ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე. ლაურა ღაჭავას ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ამბარდნიშვილმა აღნიშნა, საქმე ეხება 2013 წლიდან დღემდე […]
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში ისევ დაიბარეს
ხაშურში საზამთროს გამყიდველი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
ხაშური-ბორჯომის გზაზე, ხაშურის პოლიციის თანამშრომლებმა საზამთროს გამყიდველი დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკის დამზადება, შეძენა, შენახვას ედავებიან. როგორც შსს-ში გვითხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით ექმუქრება. ქართლი.გე
პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ საქმე აღძრა
გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. შესაბამისი განცხადება უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. წერეთელი ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით გენერალურ პროკურატურაში დღეს არის დაბარებული. საქმე ეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და […]
ყალბი 100 ლარიანების გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე,ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, გაასაღეს ჯამში 900 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 2 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე, ყალბი ფულის დასამზადებლად […]
ნეაპოლში წიგნის მაღაზიაში ქურდობისთვის როინ ედიბერიძე დააკავეს
ლაურა ღაჭავას ბრალი წაუყენეს – გამოძიება მას 2 მილიონს ედავება
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას საგამოძიებო უწყებაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც ლაურა ღაჭავამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის მასალების 15 ტომი, თავისი აუდიოჩანაწერებით უკვე გადაეცა, რისი გაცნობის შემდეგაც ის კომენტარს გააკეთებს. „ბრალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. 15 ტომი გამოგვატანეს და 15 ტომის კიდევ დისკებია. ასე სწრაფად ამას ვერ გავეცნობოდით. გაცნობამდე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან არის საქმის მასალები, […]
ვორონცოვზე 7 კაცს ესროლეს – 1 ადამიანი დაიჭრა
გუშინ გვიან ღამით ვორონცოვზე, წმინდა ნინოს ეკლესიის მიმდებარედ ახალგაზრდებს შორის საქმის გარჩევა სროლით და ადამიანის დაჭრით დასრულდა. დაპირისპირებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. უცნობმა პირმა ცეცხლი 7 ადამიანს გაუხსნა, შედეგად დაიჭრა 1 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი წარსულში არსებული უთანხმოება იყო. ნიუპოსტი
ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე დაიბარეს – მას 2 მილიონ ლარს ედავებიან
ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ღაჭავა უწყებაში 14:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2.160.955 ლარს. ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. […]










