შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დაბა ასპინძაში დააკავეს. 5 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ასპინძის სამედიცინო დაწესებულებაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი შეიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, 35 წლამდე კაცს ყელის არეში დიდი ჭრილობა აქვს. „ჩვენთან გვამი შემოიყვანეს. რა მოხდა, არ ვიცი. ყელზე აქვს დიდი ჭრილობა. რამდენადაც ვიცი გამვლელმა […]
კატეგორია: სამართალი
ზუგდიდში კაცმა ორი მეზობელი დაჭრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში 36 წლის პირმა ვ. შ.-მ ორი მეზობელი დანით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაჭრილის შვილი ავრცელებს, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. „მეზობლები მდგარან და საუბრობდნენ და ეს მისულა ჩემზე საუბრობთო და მამა დაჭრა ქვედა კიდურების არეში. საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მეორე მეზობელი მსუბუქადაა და არ წავიდა ჰოსპიტალში, ექიმებმა გვითხრეს მამა […]
თურქეთის სასტუმროში ქართველი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს
ქალაქ ბურსას ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის მეგობრები ავრცელებენ. ამ ეტაპზე უცნობია ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი. ცხედარს პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდება.
ანა მარგველაშვილის ქმარი სოსო ყიფშიძე – “ვარ უდანაშაულო”
გიორგი მარგველაშვილის სიძემ, სოსო ყიფშიძემ განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მას ცნობილი პირები დაესხნენ. ამის შესახებ მე-4 პრეზიდენტის სიძემ სასამართლო პროცესზე ცოტა ხნის წინ განაცხადა. – ვარ უდანაშაულო, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, – განაცხადა პროცესზე სოსო ყიფშიძემ. საქალაქო სასამართლოში პროცესზე ხმაური იყო. ბრალდებულის ადვოკატებმა მტკიცებულებები წარადგინეს, რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებულად […]
იაპონჩიკის მკვლელობისთვის ძებნა ნუგზარ პაპავაზე გამოცხადდა
11 წლის შემდეგ, კრიმინალური „ავტორიტეტის“ ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობის ფიგურანტთა წრე ფართოვდება. 13 იანვარს მოსკოვის სასამართლომ დაპატიმრების სანქცია გასცა ნუგზარ პაპავაზე, რომელიც 2009 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევენ. ნუგზარ პაპავასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა ვინმე ასტამურ ბუთბას. ორივე მათგანზე ძებნა გამოცხადდა. ვიაჩესლავ ივანკოვს კრიმინალურ წრეებში „იაპონჩიკის“ მეტსახელით იცნობდნენ. ის ქურდულ სამყაროში დიდი გავლენით […]
ნიკა გვარამია – “დიდი პარადოქსია, ციხეში რომ არ ვზივარ”
თბილისის საქალაქო სასამართლოში, “რუსთავი 2”-ის საქმეზე ნიკა გვარამია შემაჯამებელი სიტყვით წარდგა. გადაწყვეტილება შესაძლოა, ერთ კვირაში გახდეს ცნობილი. პროცესი 11 მაისისთვის გადაიდო. როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, არ სჯერა მოსამართლის დამოუკიდებლობის, რადგან მისი შეფასებით, ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. მან ასევე თქვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში “გარეთ რომ არის, უფრო დიდი პარადოქსია”. “როდესაც აშშ-ს სახელმწიფო […]
სასამართლომ რუსთავი 2-ს ნოდარ მელაძისთვის 80.000, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანისთვის 82.000 ლარის გადახდა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-დან ტელეწამყვან ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და აღნიშნულ კომპანიას მელაძისთვის კომპენსაციის სახით 80.000 ლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა თეო ზაქარაშვილმა განუცხადა. როგორც ზაქარაშვილი განმარტავს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. „მოსარჩელე იყო ნოდარ მელაძე, რომლის ინტერესებსაც იცავდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი იურისტი, თეო ზაქარაშვილი. […]
ზუგდიდში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთისა პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული მ.ხ. ზუგდიდში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის […]
ლაგუნასთან მკვლელობის საქმეზე კიდევ 4 პირს წაუყენეს ბრალი
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, 2 აპრილს მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება 4 პირს დაუსწრებლად წარუდგინა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის […]
კახეთში პურის საცხობში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
გურჯაანში 35 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. “კურიერის” ინფორმაციით, თანამშრომლებმა სოფელ ბაკურციხეში მდებარე პურის საცხობში მიცვალებული დღეს დილით ნახეს. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, სავარაუდოდ, მამაკაცი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.









