კატეგორია: სამართალი

ბორჯომში კაცმა ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა

ბორჯომში კაცმა ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა

ბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევა ბორჯომში  1 მაისს მოხდა. კონკრეტულად რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. „ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები,  ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. […]

გუდაურის სასტუმროში რუსეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს – მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი

გუდაურის სასტუმროში რუსეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს - მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი

არ დამკრძალოთ რუსეთში, მიმაბარეთ ქართულ მიწას ! – აღნიშნული შინაარსის წერილი და რუსეთის მოქალაქის ცხედარი სატუმრო Twins-ის ერთ-ერთ ნომრის სააბაზანოში დამლაგებელმა აღმოაჩინა. ამ დროისთვის სასტუმრო საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრია. სამართალდამცველები ადგენენ, რუსეთის მოქალაქემ თავი მოიკლა, თუ ის მოკლეს და შემდეგ სუიციდის ინსცენირება დაგეგმეს. გამოძიებისთვის ერთადერთი ხელჩასაჭიდი სასტუმროს ნომერში დატოვებული წერილია, რომელშიც  რუსეთის მოქალაქე წერს, რომ ემიჯნება უკრაინაში ომს. ახლა […]

2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის მეუღლე მეზობელ ქალს ადანაშაულებს

2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის მეუღლე მეზობელ ქალს ადანაშაულებს

მზია ბედმანიკაშვილის საიდუმლო გაუჩინარებას ფარდა ორი წლის შემდეგ აეხადა. 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის მეუღლე, მეზობელ ქალს ღიად ადანაშაულებს. სიტყვიერი დაპირისპირება მათ შორის სამართალდამცველების თანდასწრებით მოხდა. ოჯახს სჯერა, რომ 68 წლის მზია ბედმანიკაშვილს, რომელსაც დღემდე ეძებენ, მეზობელმა ჯერ თავისუფლება აღუკვეთა, შემდეგ კი გულის შეტევით გარდაცვლილი ქალი საკუთარ ეზოში დამარხა. ქალი, რომელსაც დაკარგულის ოჯახი ამხელს, დანაშაულთან […]

სასაზღვრო პოლიციამ 10 კგ ჰეროინი ამოიღო – დაკავებულია 2 უცხოელი

სასაზღვრო პოლიციამ 10 კგ ჰეროინი ამოიღო - დაკავებულია 2 უცხოელი

სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი” ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორის “ვახტანგისის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 1998 წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ​ე. მ. დააკავეს. მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, […]

როგორ გავიდა გამოძიება მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილზე – ის დედის სიმმა გასცა

მშობლების მოკვლისთვის დაკავებული გიორგი ბეროზაშვილი რუსთავში გამომძიებლად მუშაობდა

27 აპრილს ვაზისუბანში 29 წლის  გიორგი ბეროზაშვილმა დედ-მამა მოკლა. შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინა. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომეელმა მამის განეიტრალების ოპერაციაზე ფიქრი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ის პოლიციაში მუშაობდა, თავდაპირველად აპირებდა, რომ მამას დააჭერინებდა, თუმცა შემდეგ შეეშინდა, რომ ასევე ყოფილი პოლიციელი ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილს […]

ზუგდიდელი ლაშა ბობოხია თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდელი ლაშა ბობოხია თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ზღვაზე, 34 წლის ლაშა ბობოხია 29 აპრილს გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიას მკვიდრი იყო და თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა. „წინა დღით მამისთვის დაურეკავს, საქმე მაქვს შენთან და ჩამოდიო. მამა რომ ჩავიდა, ბინაში არ დახვდა და დაუწყეს ძებნა. რაღაც გარკვეული თანხა ჰქონია სახლიდან გასვლამდე, ვერც ბინაში და ვერც ადგილზე თანხა ვერ იპოვეს. […]

“მამის უკითხავად სახლიდან 21.000 დოლარი წაიღო” – გიორგი ბეროზაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მშობლების მოკვლისთვის დაკავებული გიორგი ბეროზაშვილი რუსთავში გამომძიებლად მუშაობდა

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა. პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, […]

მშობლების მოკვლისთვის დაკავებული გიორგი ბეროზაშვილი რუსთავში გამომძიებლად მუშაობდა

მშობლების მოკვლისთვის დაკავებული გიორგი ბეროზაშვილი რუსთავში გამომძიებლად მუშაობდა

მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ის და­ნა­შა­ულს სრუ­ლად აღი­ა­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლის კი­თხვის, ცნობ­და თუ არა თავს დამ­ნა­შა­ვედ, სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და. ამას­თან, ბე­რო­ზაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის და­კა­ვე­ბამ­დე რუს­თავ­ში უბ­ნის უფ­როს გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და. “სრუ­ლად ვა­ღი­ა­რებ და ვე­თან­ხმე­ბი ბრალ­დე­ბას”, – გა­ნა­ცხა­და ბე­რო­ზაშ­ვილ­მა. ცნო­ბის­თვის, ვა­ზი­სუ­ბან­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ხან­ძა­რი 27 აპ­რილს მოხ­და, რო­მელ­საც წინ […]

ნინო წილოსანმა შოთა დიღმელაშვილს სასამართლო მოუგო

ნინო წილოსანმა შოთა დიღმელაშვილს სასამართლო მოუგო

ნინო წილოსანმა ფეისბუქში დაწერა, რომ შოთა დიღმელაშვილს სასამართლო მოუგო: „დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ომის პარტიის ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილიას“ წარმომადგენელ შოთა დიღმელაშვილს მოვუგე სასამართლო დავა, სადაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წელს ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. მოკლედ რომ მოგიყვეთ, რა მოხდა: 2019 წლის აგვისტოში პირდაპირ ჩართვაში შოთა დიღმელაშვილმა ბრალი დამდო ე.წ. „კრიშობაში“, რაც […]

დირსში მკვლელობის საქმეზე გრიგოლ დოჩიას და ილია აბლოთიას პატიმრობა შეეფარდათ

დირსში მკვლელობის საქმეზე გრიგოლ დოჩიას და ილია აბლოთიას პატიმრობა შეეფარდათ

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას, ასევე ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მის ნათესავ ილია აბლოთიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებდა, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე […]