კრედიტ სუისი ივანიშვილს 600 მილიონს არ უხდის

კრედიტ სუისი ივანიშვილს 600 მილიონს არ უხდისბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ შვეიცარულ ბანკს 600 მლნ დოლარიანი სასამართლო დავა მოუგო და ზარალის  ანაზღაურებას მიაღწია, თუმცა, ირკვევა რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული მსოფლიო საბანკო გიგანტი ოლიგარქს ფულს აღარ უხდის.
რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი – ეს ყველაზე კარგად ივანიშვილის ოფისის მიერ გავრცელებულ პასუხში იკითხება. როგორც ჩანს, კრედიტ სვისში საერთოდ არ გამორიცხავენ, რომ ხვალ ქართველი მილიარდერი შესაძლოა სანქცირებულ ბიზნესმენთა სიაში მოხვდეს.
არანაკლებ მოულოდნელია ივანიშვილის რეაქცია, რომელიც ახლა “ჯვაროსნულ ლაშქრობას” აანონსებს შვეიცარული ბანკების წინააღმდეგ. იმ საბანკო სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც ისტორიაში პირველად, დე ფაქტო დაარღვია საომარი ნეიტრალიტეტი და რუსი ოლიგარქებისთვის უკვე დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.

მთავარი