რუსთავში 26 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

რუსთავში 26 წლის მამაკაცმა თავი მოიკლარუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, შვილის ცხედარი მამამ, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იპოვა.

ოჯახის ახლობლებსა და გარდაცვლილის მეგობრებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, ბიჭის ცხოვებაში არსებული რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ინფორუსთავი