კატეგორია: სამართალი

დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობისთვის გიორგი ყუფარაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ყუფარაძეს სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების თანახმად, გურამ კვეზერელი ვასილ გოშაძემ და გიორგი ყუფარაძემ მოკლეს, წელიწადნახევრის შემდეგ კი გარდაცვლილის ცხედარს სამართალდამცველებმა კოჯორში, ყუფარაძის კუთვნილი სახლის ეზოში მიაკვლიეს. მკვლელობის შემდეგ დამნაშავეებმა კვეზერელების საცხოვრებელი სახლიდან 12.000 დოლარი, ცეცხლსასროლი იარღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. არსებული ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძე და […]

იუსტიციის სამინისტრო ნიკა გვარამიას პასუხობს – რა წერია სტრასბურის სასამართლოს წერილში

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს. „დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი  გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით წამოწყებული უსაფუძვლო პიარ-კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს. წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის […]

რუსთავი 2-ზე სტრასბურის გადაწყვეტილება 19 ოქტომბრამდე ძალაში ვერ შევა

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგი მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ნაჩქარევად აღასრულა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თანდართულ განმარტებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება.

ნიკა გვარამია თეა წულუკიანს – “ხომ გაფრთხილებდით, რომ დანაშაულს ჩადიხართ?!”

„ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ? ხომ გაფრთხილებდით? თქვენივე მინისტრის ტექსტებით მერაბიშვილის საქმეზე ხომ გითხარით რომ დანაშაულს ჩადიხართ? ხოდა, როგორაა ახლა საქმე?! ps […]

იაგო ნებიერიძემ განაჩენი გაასაჩივრა – “ნანიკო ბერიაშვილი არ მომიკლავს”

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა იაგო ნებიერიძემ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც ნებიერიძის ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტური არ არის და ის საზოგადოების გულისწყრომის დასაცხრობად მიიღეს. ცნობისთვის, გორის რაიონულმა სასამართლომ იაგო ნებიერიძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. მას სასამართლომ უვადო თავისუფლება აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ […]

85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა – ვინ ჩაიდინა ყანდაურაში მასობრივი მკვლელობა?

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ყანდაურაში ორი თვის წინ მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის გამოძიება 85 წლის ომარ გამყრელიძისა და ომარ გამყრელიძე უმცროსის მიმართ, უკვე დასრულდა და საქმე სასამართლოს განსახილველად გადაეცა. თუმცა, საქმის მიხედვით, ომარ გამყრელიძეს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ნაცვლად, ოჯახის წევრების მიმართ, თანამონაწილეობით, განზრახ მკვლელობაში დახმარება ედება ბრალად. ბრალდების ახალი ფორმულირება მიგვანიშნებს, რომ გამოძიებამ, საქმე ნოდარ […]

შსს- ირაკლი ოქრუაშვილი 23 ივლისს საქალაქო სასამართლოში დაიკითხება

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილის 23 ივლისს დაგეგმილ დაკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „23 ივლისს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, “გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება. იგი სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური […]

ბათუმში 4 ბავშვით ვაჭრობისთვის მათი დედა და დეიდა დააკავეს

ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, […]

ამი­რან დე­კა­ნო­სი­ძის შვილის გატაცებისთვის 4 პირს 13, 14 და 15-15 წელი მიესაჯა

ბიზ­ნეს­მენ ამი­რან დე­კა­ნო­სი­ძის შვილის გატაცების საქმეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს – 15-15, ხოლო ორ წევრს 14 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ბრალდებული, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი – მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო. „სასამართლო […]

რუსთავი 2-ში ქიბარ ხალვაშის და შპს “პანორამას” წილები, შეიძლება, დღეს დააყადაღონ – ოქრუაშვილმა სასამართლოს უკვე მიმართა

ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა და ტელეკომპანია რუსთავი 2 სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში – დღეს გახდება ცნობილი, დააყადაღებენ თუ არა ხალვაშისა და შპს “პანორამას” წილებს რუსთავი 2- ში. ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნის საფუძველი ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მხოლოდ ფორმალური მმართველია. ხელშეკრულებას, სადაც წერია, რომ […]