დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანია “ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორ შიშუ პალ ბურდაკს აღკვეთის ღონისშიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე. ბურდაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა. თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ […]
კატეგორია: სამართალი
იულია სუსლიაკი შსს-მ საქართველოდან გააძევა
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტ „ვახტანგისის“ გავლით აზერბაიჯანში გააბრუნეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. „სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ […]
შალვა შავგულიძე – “ოქრუაშვილის საუბრიდან იკვეთება თაღლითობის ნიშნები ხალვაშის მხრიდან”
„რუსთავი 2“-ის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის ხმაურიან ინტერვიუს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე ეხმაურება. შავგულიძე ოქურაშვილის ინტერვიუზე დაყრდნობით, არ გამორიცხავს, რომ სისხლის სამართლებრივი დავა დაიწყოს. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშის მხრიდან თაღლითობის ნიშნები იკვეთება. „ალბათ, შეიძლება დაფიქრება აქ სისხლის სამართლებრივი კუთხითაც დავაზე, ვინაიდან თუ დადასტურდება ის გარემოებები, რაზეც ისაუბრა გუშინ ირაკლი ოქრუაშვილმა ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში, აქ […]
ენზელ მკოიანმა ნარინე გინოსიანის ბრალდებას უპასუხა
დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „19 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი პასუხისგებაში მისცა. ამ ქალბატონებს ბრალად სსკ–ს 182–ე მუხლი წარუდგინეს, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დღეს ნარინე გინოსიანი […]
“იულია სუსლიაკი თეა გიორგაძისა და მარიამ გოგორელიანის მითითებით გარდაბნიდან გაიტაცეს”
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისამართალდამცველებმა სამოქალაქო პირებთან ერთად გაიტაცეს. როგორც ზურაბ თოდუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკვე ორ საათზე მეტია, მას სუსლიაკის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. “სუსლიაკი დღეს ჩემთან მოდიოდა, ხვალ ბრიფინგი მაქვს ჩანიშნული 13:00 საათზე, რომელზეც სუსლიაკს დეტალები უნდა მოეთხრო იმის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, […]
დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ნარინე გინოსიანი
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი, რომელსაც გამოძიება საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და გაფლანგვას ედავება საქართველოს პარლამენტის წევრს, დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნარინე გინოსიანის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განუცხადა, გინოსიანის მიმართ ბრალდება სასაცილოა და აღნიშნულში დეპუტატის ინტერესები იკვეთება. ადვოკატი ირწმუნება, რომ გამოძიება და პროკურატურა პარლამენტის წევრს, ენზელ მკოიანს ხელს აფარებს. „ჩვენ ამაზე […]
ყაჩაღობის საქმეზე დაკავებისას, ორმა პირმა „ქარვასლასთან“ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა
ყაჩაღობის საქმეზე დაკავებისას, ორმა პირმა სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. „ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ ორი პირი დააკავა. სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” დაკავების დროს დამნაშავეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“,- […]
“ნიკა გვარამიას მოუწევს ლონდონის არბიტრაჟში ჩასვლა და არა – ქიბარ ხალვაშს”
იურისტი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. – ქალბატონო ლია, სტრასბურის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? – სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება 100 გვერდიანია. შესაბამისად, პროფესიულად გამართული შეხედულება რომ გითხრათ, 100 გვერდი წაკითხული უნდა მქონდეს. რაც შეეხება სარეზოლუციო ნაწილს, ეს უკვე იცის […]
დვალი პროკურატურას – “დაკითხეთ ოქრუაშვილი!”
„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას მიმართავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მოხდეს. როგორც დავით დვალი აცხადებს, ოქრუაშვილი ამბობს, რომ მან, სახელმწიფო მოხელემ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ხელში ჩაიგდო ტელევიზია. „მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2“, – მიმართავს დავით დვალი პროკურატურას. თავის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ მას ეკუთვნოდა და […]
თამაზ ურთმელიძე – “ეს არის ჩემი მორალური გამარჯვება”
თამაზ ურთმელიძე, რომელმაც „რუსთავი2“-ის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა და ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თამაზ ურთმელიძე ამბობს, რომ ეს არის მისი მორალური გამარჯვება. ურთმელიძის თქმით, დამტკიცდა, რომ ამ საქმეზე საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო მიუკერძოებელი, სწორი და დასაბუთებული. „სტრასბურგის სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ […]









