ადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის #78 კორპუსში მოკლული ორი ახალგაზრდის ცხედრები ერთ-ერთის მამამ ნახა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, მოკლულები არიან, დაახლოებით, 20-21 წლის ახალგაზრდები. “მამას უნახავს. ამბობენ შუბლში აქვთ ტყვია მოხვედრილი. ისეთი კარგი ახალგაზრდები იყვნენ, ცუდს ვერავინ იტყოდაო. 7-8 საათისთვის მოხდა მკვლელობა”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. მკვლელობა საცხოვრებელ კორპუსში მე-6 სართულზე დღეს საღამოს მოხდა. როგორც შს სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” […]
კატეგორია: სამართალი
2 მამაკაცი მე-6 სართულზეა პისტოლეტით მოკლული – გურამიშვილზე მკვლელობის ახალი დეტალები
გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა საცხოვრებელ კორპუსში მე-6 სართულზე მოხდა. მოკლულია ორი მამაკაცი. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით, მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, პირმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ტერიტორია უკანა გასასვლელიდან დატოვა. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი კომერციული ობიექტის კამერამ დააფიქსირა, თუმცა შს სამინისტროში ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ. მიმდინარეობს ეჭვმიტანილი პირის იდენტიფიცირება. ცხედრები პროზექტურაში ამ დრომდე […]
გურამიშვილის გამზირზე 2 მამაკაცი მოკლეს
”მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში” – ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პროკურატურა დატოვეს
მამუკა ხაზარაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა. “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან პროკურატურას საბჭოთა პროკურატურა უწოდა. მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მიერ მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის წაყენებულ ბრალს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ბრალი გააცნო. ხაზარაძე და ჯაფარიძე საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც უწყება დატოვეს.
მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მივიდა – ”ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ”
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ. როგორც ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, „ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის შესაჩერებლად“. „სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში. ჩვენ ამან მოგვაყენა ძალიან სერიოზული […]
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში 17:00 საათზე არიან დაბარებული
მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში 17:00 საათზე არიან დაბარებული. კორძაძე ამბობს, რომ პროკურატურის დადგენილების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყო. უფლებადამცველი ამ წუთებში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ხვდება. საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. “გამოტანილია დადგენილება მამუკა […]
მიხეილ კალანდია ბრალს არ აღიარებს – სხდომა დაიხურა
საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. მოსამართლემ შესაბამისი გადაწყვეტილება პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომის დახურვამდე მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მოსამართლის კითხვაზე, დაირღვა თუ არა მისი უფლებები, კალანდიამ აღნიშნა, რომ არ დარღვეულა. კალანდიას […]
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესა და მის მოადგილეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში დღეს, 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16.754.000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს […]
ნინო ლომჯარია – “ქიბარ ხალვაშს რუსთავი 2-ის გადაფორმებით კანონი არ დაურღვევია”
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქიბარ ხალვაშს კანონი არ დაურღვევია, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გაუქმების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა. „რა თქმა უნდა, სტრასბურგის გადაწყვეტილება, ზოგადად, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც გასაჩივრების ვადა გადის და ეს ამ შემთხვევაშიც ასეა. თუმცა, საქმე ეხებოდა დროებითი ღონისძიების გაუქმებას, ანუ […]
ზაზა თავაძე – ”ზურაბ ადეიშვილმა დაინახა ჩემი პროფესიონალიზმი და დამნიშნა კადრების უფროსად”
ზურაბ ადეიშვილთან მქონდა ურთიერთპატივისცემა, როგორც დაქვემდებარებულს და როგორც ხელმძღვანელს, მას ჰქონდა ჩემდამი დამოკიდებულება, როგორც კარგი იურისტისა და პროფესიონალისადმი, –ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრებისას დანაცხადა. თავაძეს ადეიშვილთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის შესახებ კითხვა დაუსვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა. როგორც თავაძემ აღნიშნა, როცა გენერალურ პროკურატურაში მივიდა, ზურაბ ადეიშვილს […]









