იაგო ნებიერიძემ განაჩენი გაასაჩივრა – “ნანიკო ბერიაშვილი არ მომიკლავს”

იაგო ნებიერიძემ განაჩენი გაასაჩივრა - "ნანიკო ბერიაშვილი არ მომიკლავს"გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა იაგო ნებიერიძემ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

როგორც ნებიერიძის ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტური არ არის და ის საზოგადოების გულისწყრომის დასაცხრობად მიიღეს.

ცნობისთვის, გორის რაიონულმა სასამართლომ იაგო ნებიერიძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. მას სასამართლომ უვადო თავისუფლება აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში.

სასამართლო სხდომაზე საბოლიი სიტყვისას ნებიერიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ დანაშაულში უდანაშაულოა და რომ ის დანაშაულის შეუტყობინებლობაში უნდა ეცნოთ დამნაშავედ.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იპნ