ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ოფიციალურად გადაიფორმა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა. რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს. რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ჯერჯერობით ნიკა გვარამია რჩება. პირველი
კატეგორია: სამართალი
ქიბარ ხალვაში – “მხოლოდ ნიკა გვარამიას გავუშვებ, რომელსაც პაატა სალია შეცვლის, დვალის და აქიმიძის ინტერესებსაც გავითვალისწინებ”
სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2″ -ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა. ,,დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ […]
წულუკიანი – “რუსთავი 2-ის საქმეში სახელმწიფომ გაიმარჯვა”
„რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაცხადა. წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“- ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. „ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და […]
სიკვდილი საკუთარ დაბადების დღეზე – 16 წლის გიორგი ბეშკენაძის ტრაგიკული ისტორია
16 წლის მოზარდმა მშენებლობაზე სიცოცხლე საკუთარ დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაასრულა. მძიმე სოციალური პირობების გამო სოფლიდან წამოვიდა, თბილისში მძიმე შრომას სკოლის მოსწავლე მინამალური ანაზღაურების სანაცვლოდ დათანხმდა. გიორგი ბეშკენაძე ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მას ძმა და მამა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. მოზარდი ბოლოს დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ იძულებული გახდა, მუშაობა მშენებლობაზე დაეწყო. სწორედ ამ მშენებლობაზე […]
ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე დააკავეს
დაკავების ახალი სერია – ამჯერად პროკურატურის სამიზნე ირაკლი ოქრუაშვილის გარემოცვაა. რამდენიმე საათის წინ სამართალდამცველებმა ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააპატიმრეს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებას წინ უძღოდა მუქარა ოქრუაშვილის მისამართით. თავდაცვის ექსმინისტრი ამტკიცებს, რომ მას ივანიშვილის შუამავალმა უთხრა, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიჭერდნენ. ოქრუაშვილის დაცვას, კობა კოშაძეს სამართალდამცველები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. სამართალდამცველები დეტალებზე არ საუბრობენ, ადასტურებენ მხოლოდ […]
გახარია პროკურატურამ დაკითხა
სპეცრაზმელ ლევან იმერლიშვილს პატიმრობა შეეფარდა
20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა 17 ივლისს გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებული სამართალდამცველისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დეთანხმა. ადვოკატმა […]
თურქეთიდან ყალბი 100 დოლარიანები შემოიტანეს – 2 კაცი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარის რეგიონში გაასაღეს ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. მათივე ინფორმაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10.000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა. „გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]
პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი დააკავა – ”21 ივნისს მან დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს”
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის […]
ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს
დაბა ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს. 53 წლის ბ.მ.-ს საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. სამართალდამცველებმა 48 წლის კაცი დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. “ერთად იყვნენ სულ, მშენებლობებზეც ერთად მუშაობდნენ. ხშირად სვამდნენ. გავიგეთ, რომ როცა მოკლა, პოლიციაში ავიდა და ყველაფერი აღიარა.” – ამბობენ ადგილობრივები.










